თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2016, 22:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3146,
კომენტარები: 13
მოურინიომ რუნის არყოფნის მიზეზი ახსნა
რატომ არ იყო გუნდის განაცხადში კაპიტანი.
მოურინიომ რუნის არყოფნის მიზეზი ახსნა
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ბოქსინგ დეიზე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ვაჯრიშზე მცირე ტრავმა მიიღო.

კაპიტნის მონაწილეობა საეჭვოა "მიდლსბროსთან" მატჩშიც, რომელიც ახალი წლის წინა ღამეს გაიმარტება.

როცა მოურინიოს "შავი კატების" დამარცხების შემდეგ ჰკითხეს, რუნი "ბოროსთან" ითამაშებდა თუ არა, მან უპასუხა: "სიმართლე გითხრათ, არა მგონია. იმედი კი მაქვს. მინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს, მისნაირი მოთამაშის ყოლა ყოველთვის მენდომება, მაგრამ მე ჩემი ეჭვები მაქვს. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მოვლენათა სამომავლო განვითარება.

უცნაური კუნთია, დიდი კუნთი, რომელსაც გარს პატარა კუნთები ახვევია, ის დაზიანებულიც შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც უპრობლემოდ იმოძრაო. თავს ძალიან თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა. დიდი ხნით არ იუქმებს, მაგრამ მეეჭვება, ოთხ დღეში შეძლოს გამოჯანმრთელება".


მოურინიოს მატჩის წინ "სქაი სპორტსის" ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რუნი გადატვირთული გრაფიკის გამო ხომ არ დაასვენა: "არა, ნამდვილად არა, რადგან მომდევნო მატჩი 31-შია. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის იქნება, 31-ში რომ ვითამაშებთ, მერე კი 2-ში გვექნება მომდევნო მატჩი. ეს პრობლემაა ჩვენთვის, "სანდერლენდს" კი პრივილეგია ექნება, მაგრამ არა ჩვენ.

რუნიმ გუშინდელ ვარჯიშზე ცუდად იგრძნობ თავი და ყველანი შევთანხმდით, რომ მისთვისაც და ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი დღეს არ ითამაშებდა".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
27 დეკემბერი 2016 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს გამოჩნდა კიდე ერთხელ რო მხითო და მარსიალის გარეშე რთულია კარგი თამაშის ჩვენება მე ყველა თამაში ძირითადში მინდა ვიხილო ორივე
0
№12
ავტორი: gela-manutd
27 დეკემბერი 2016 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდრსბროსთან დაბრუნდი შრეეკ
0
№13
ავტორი: SolomonKane
27 დეკემბერი 2016 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
რუნიმ 5-8 კილო რო დააგდოს არ გაუჭირდება როგორც ეხლა უჭირს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top