სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, მაიკლ კერიკი ატარებს საუკეთესო სეზონს მას შემდეგ, რაც ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.
31 წლის ნახევარმცველი იმყოფება შესანიშნავ ფორმაში და თავის ყოფილ გუნდთან, "ვესტ ჰემთან" გამართულ მატჩში მან აჩვენა ფანტასტიური თამაში ნახევარდაცვის ცენტრში.
"მანჩესტერის" შემდეგი თამაში იქნება კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 2006 წელს "ტოტენჰემიდან" ნაყიდი ნახევარმცველი შეეცდება გააგრძელოს შთაბეჭდილების მოხდენა და შეუნარჩუნოს "წითლებს" პირველი ადგილი "პრემიერ ლიგაში".
"მე ვფიქრობ, რომ ის დიდებული მოთამაშეა" გააცხადა სერ ალექსმა. "ის ატარებს თავის საუკეთესო სეზონს, მას შემდეგ რაც შემოგვიერთდა და ის აკონტროლებს მთელ ნახევარდაცვის ხაზს. ის ბრწყინვალედ თამაშობს."
"მაშინაც კი როცა ის "ვესტ ჰემთან" შეცვლაზე შემოვიდა, ის დაგვეხმარა გავმკლავებოდით ბოლო 20 წუთს. ამის გაკეთება მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს შეუძლიათ. ის შემოვიდა და ყველაფერი დაალაგა ნახევარდაცვის ცენტრში."
წარმოუდგენელია, მაგრამ მას შემდეგ რაც კერიკი გუნდშია, ერთადერთმა გუნდმა მოახერხა "იუნაიტედზე" მეტი ქულის დაგროვება. ეს იყო 2010 წელს ჩელსი, მათ ერთი ქულით გაუსწრეს "წითლებს". მოქმედმა ჩემპიონებმა კი მხოლოდ ქულების უკეთესი სხვაობით აჯობეს "იუნაიტედს".