თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 13:35
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 12
კერიკის საუკეთესო სეზონი.
ფერგიუსონი კმაყოფილია კერიკით.
კერიკის საუკეთესო სეზონი.
სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, მაიკლ კერიკი ატარებს საუკეთესო სეზონს მას შემდეგ, რაც ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.

31 წლის ნახევარმცველი იმყოფება შესანიშნავ ფორმაში და თავის ყოფილ გუნდთან, "ვესტ ჰემთან" გამართულ მატჩში მან აჩვენა ფანტასტიური თამაში ნახევარდაცვის ცენტრში.

"მანჩესტერის" შემდეგი თამაში იქნება კიდევ ერთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 2006 წელს "ტოტენჰემიდან" ნაყიდი ნახევარმცველი შეეცდება გააგრძელოს შთაბეჭდილების მოხდენა და შეუნარჩუნოს "წითლებს" პირველი ადგილი "პრემიერ ლიგაში".

"მე ვფიქრობ, რომ ის დიდებული მოთამაშეა" გააცხადა სერ ალექსმა. "ის ატარებს თავის საუკეთესო სეზონს, მას შემდეგ რაც შემოგვიერთდა და ის აკონტროლებს მთელ ნახევარდაცვის ხაზს. ის ბრწყინვალედ თამაშობს."

"მაშინაც კი როცა ის "ვესტ ჰემთან" შეცვლაზე შემოვიდა, ის დაგვეხმარა გავმკლავებოდით ბოლო 20 წუთს. ამის გაკეთება მხოლოდ კარგ ფეხბურთელებს შეუძლიათ. ის შემოვიდა და ყველაფერი დაალაგა ნახევარდაცვის ცენტრში."


წარმოუდგენელია, მაგრამ მას შემდეგ რაც კერიკი გუნდშია, ერთადერთმა გუნდმა მოახერხა "იუნაიტედზე" მეტი ქულის დაგროვება. ეს იყო 2010 წელს ჩელსი, მათ ერთი ქულით გაუსწრეს "წითლებს". მოქმედმა ჩემპიონებმა კი მხოლოდ ქულების უკეთესი სხვაობით აჯობეს "იუნაიტედს".

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
20 იანვარი 2013 02:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა ესკაცი და არავინ არ აფასებდა,მაგრამ ახლა დააფსეს და დამსახურებულადაც smile
0
№12
ავტორი: TrueRed
28 თებერვალი 2013 12:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მანჩესტერში ყველა ფეხბურთელი ფასდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top