თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2659,
კომენტარები: 12
მოიესი: "იუნაიტედმა" ტრადიციებს უღალატა"
დევიდ მოიესი თავის ყოფილ კლუბს ტრადიციების დაუცველობაში ადანაშაულებს.
მოიესი:
"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა", მისმა ყოფილმა გუნდმა ტრადიციები არ დაიცვა.

სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად დასახელებიდან სულ რაღაც ათ თვეში დევიდ მოიესი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

მოიესი ფიქრობს, რომ გუნდმა მწვრთნელებისადმი მიდგომის ჩვევასაც უღალატა და სატრანსფერო ბაზარზე მხარჯველობასაც.

"შემიძლია თქვა, რომ ტრადიციები გაქრა. "მანჩესტერ იუნაიტედში" გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს",
- აცხადებს "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი.

2013 წელს ფერგიუსონის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბმა 480 მლნ. ფუნტი დახარჯა ახალწვეულებზე. 2014 წლის იანვარში მათ საკლუბო რეკორდი დაამყარეს, როცა "ჩელსიდან" 37.1 მლნ. ფუნტად ხუან მატა გადაიბირეს - ტრანსფერი, რომელიც დევიდ მოიესმა განახორციელა. ერთი წლის შემდეგ კი ლუი ვან გაალმა ახალი რეკორდი დაამყარა, როცა 59.7 მლნ. ფუნტად მადრიდის "რეალიდან" ანხელ დი მარია შეისყიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი უკვე ჟოზე მოურინიოს ჯერი დადგა და მან მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, როცა "იუვენტუსიდან" პოლ პოგბა გადაიბირა 89 მლნ. ფუნტად.

"იუნაიტედი" იყო კლუბი, რომელიც ფულის ხარჯვის მხრივ ტრადიციებს იცავდა. სხვა კლუბებს არ ეჯიბრებოდა. ისინი იმას აკეთებდნენ, რაც, მათი აზრით, სწორი იყო და სწორად ხარჯავდნენ.

შესაძლოა, ამის მიზეზი ამჟამინდელი მდგომარეობა იყოს. მაგრამ სერ ალექსი ბრძნულად და სწორად ხარჯავდა სატრანსფერო ბაზარზე, მხოლოდ იმას ყიდულობდა, ვინც სჭირდებოდა",
- დაასრულა მოიესმა.

წყარო: bbc
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
25 დეკემბერი 2016 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ბოლოს ვეტთანხმები მარა ფერგი წავიდა და ჩვენც დაგვენდზრა მომენტალურად რაც არ გულდასაწყვეტი იყოს... მარა თაობამოდის რომლის იმედიც დზალიან დიდი მაქ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2016 13:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორ არ მოგბეზრდათ ამ ტრადიციებზე ლაპარაკი ექსპერტებს და მწვრთნელებს. გუნდი რომ ვერ თანაშობს, ერთ ჩავარდნილ მატჩს არ აცდით, ისე აკრიტიკებთ და მიწასთან ასწორებთ, დროის მიცემა არ გინდათ და თან დაუყოვნებლივ შედეგს ითხოვთ. თუ არ იყიდა ფეხბურთელები და მუდმივად პერსპექტიულებს ელოდა, როგორ დააკმაყოფილის აბა ეგ თქვები მოთხოვნები. იყიდა ეს ფეხბურთელები და ახლა ტრადიციები გაუხსენეს.

სულაც არ მგონია, რომ ტრადიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატება და თუ ვინმეს პირველი უფრო ურჩევნია მეორეს, მოიესს მისტიროდეს და მის ფეხბურთს შენატროდეს მაშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mike
25 დეკემბერი 2016 14:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ტიპმა ამავე ინტერვიუში თქვა ბეილის ფაბრეგასის კროოსის და რონალდოს ყიდვა მინდოდაო, ბეილში 120 მილიონს ვიხდიდით მარა რეალში არჩია წასვლაო, პროსტა სირცხვილია ეს **** რო ლამარაკობს "იუნაიტედის" ტრადიციებზე, კაცი რომელიც ვიდას და რიოს იაგიელკას ვიდეოებს აყურებინებდა, ჩემი აზრით იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია
2
№4
ავტორი: gache1991
25 დეკემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დი მარია არ გამახსენოთ,ორგანულად მეზიზრება ეგეთი .... მიმცემი ადამიანი ქარაქუცა ტიპი მეორე არ მინახია..
1
№5
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2016 14:43
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: Mike
Mike

მერე რა გინდა,კაცმა თქვა ვინც ჭირდებოდაო ფერგიუსონს იმას ყიდულობდაო და ალბათ,ამასაც ჭირდებოდა ეგენი :დდ ხუმრობა იქით იყოს და ამაზე ამაზრზენი მწვრთნელი იუნაიტედში არ ყოფილა,ვან გაალი ხომ ვერ იყო,მაგრამ ეს იმაზე ათჯერ უარესია.კარგია რომ ამ დაღუპულსა და წყალწაღებულს კიდევ მეტი დრო არ მისცეს,მერე კიდევ ვიკითხავთ რატომ ვერ გამოიყურება სათანადოდ ჩვენი გუნდიო,აბა რა იქნება ამდენი ხნის განმავლობაში ორი ტანჯული მწვრთნელი რომ გეყოლება მერე მაგის შემდეგ ამოქაჩვა მართლაც რომ რთულია.პრესტიჟი შეულახეს ასეთ გუნდს.ეჰ...ფერგი მაგაში კი მაგრად შეცდა ეს რომ მის ადგილას მოიაზრა.
1
№6
ავტორი: stepno
25 დეკემბერი 2016 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სერ ალექს ფერგილსონი ერთი იყო და განუმეორებელი და მაგიტომ smile
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Mike
ტიპმა ამავე ინტერვიუში თქვა ბეილის ფაბრეგასის კროოსის და რონალდოს ყიდვა მინდოდაო, ბეილში 120 მილიონს ვიხდიდით მარა რეალში არჩია წასვლაო, პროსტა სირცხვილია ეს **** რო ლამარაკობს "იუნაიტედის" ტრადიციებზე, კაცი რომელიც ვიდას და რიოს იაგიელკას ვიდეოებს აყურებინებდა, ჩემი აზრით იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია

+1

ფელაინი რო იყიდა მაშინ მეე**** დედის ცენზურა ტრადიციებს
0
№8
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2016 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Aman ra motyna tvini ra unda
0
№9
ავტორი: tyeshela1
25 დეკემბერი 2016 18:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ნაწილობრივ მართალია, თუმცა სხვა არჩევანი არ აქვს გუნდს. ფერგისნაირი მწვრთნელები არ არიან, მარტო ფერგიუსონს შეეძლო მსგავსი სატრანსფერო პოლიტიკის გატარება და ტიტულის ქლევერლით მოგება. შეიძლება არ გევასებათ რადგან ლივერპულში მუშაობ, მაგრამ ყველაზე მიმზგავსებული ფერგისთან კლოპია, რომელმაც უარი თქვა იუ.აიტედში მუშაობაზე
0
№10
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გაიტანეთ ეს კაცი აქედან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top