თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 12
მოიესი: "იუნაიტედმა" ტრადიციებს უღალატა"
დევიდ მოიესი თავის ყოფილ კლუბს ტრადიციების დაუცველობაში ადანაშაულებს.
მოიესი:
"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა", მისმა ყოფილმა გუნდმა ტრადიციები არ დაიცვა.

სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად დასახელებიდან სულ რაღაც ათ თვეში დევიდ მოიესი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

მოიესი ფიქრობს, რომ გუნდმა მწვრთნელებისადმი მიდგომის ჩვევასაც უღალატა და სატრანსფერო ბაზარზე მხარჯველობასაც.

"შემიძლია თქვა, რომ ტრადიციები გაქრა. "მანჩესტერ იუნაიტედში" გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს",
- აცხადებს "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი.

2013 წელს ფერგიუსონის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბმა 480 მლნ. ფუნტი დახარჯა ახალწვეულებზე. 2014 წლის იანვარში მათ საკლუბო რეკორდი დაამყარეს, როცა "ჩელსიდან" 37.1 მლნ. ფუნტად ხუან მატა გადაიბირეს - ტრანსფერი, რომელიც დევიდ მოიესმა განახორციელა. ერთი წლის შემდეგ კი ლუი ვან გაალმა ახალი რეკორდი დაამყარა, როცა 59.7 მლნ. ფუნტად მადრიდის "რეალიდან" ანხელ დი მარია შეისყიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი უკვე ჟოზე მოურინიოს ჯერი დადგა და მან მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, როცა "იუვენტუსიდან" პოლ პოგბა გადაიბირა 89 მლნ. ფუნტად.

"იუნაიტედი" იყო კლუბი, რომელიც ფულის ხარჯვის მხრივ ტრადიციებს იცავდა. სხვა კლუბებს არ ეჯიბრებოდა. ისინი იმას აკეთებდნენ, რაც, მათი აზრით, სწორი იყო და სწორად ხარჯავდნენ.

შესაძლოა, ამის მიზეზი ამჟამინდელი მდგომარეობა იყოს. მაგრამ სერ ალექსი ბრძნულად და სწორად ხარჯავდა სატრანსფერო ბაზარზე, მხოლოდ იმას ყიდულობდა, ვინც სჭირდებოდა",
- დაასრულა მოიესმა.

წყარო: bbc
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 დეკემბერი 2016 21:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Kai ra david
0
№12
ავტორი: JuanMata
26 დეკემბერი 2016 10:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მანჩესტერის ტრადიცია იყო ტიტულრბის მოგება და არა ფულის თვლა, მოურინიოს ბრალი არაა, ტრანსფერის თანხები რომ უაზროდ გაიბერა.
და რა ტრანსფერიც გააკეთა ჩემი აზრით ყველა გამართლებულია.

მოისის და ვან გაალისგან განსხვავებით, გაავსეს გუნდი უაზროდ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top