თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 09:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2819,
კომენტარები: 11
მოიესი: "იუნაიტედში" 4 ფეხბურთელის შეძენა მსურდა"
დევიდ მოიესი ოთხ განუხორციელებელ ტრანსფერს ასახელებს.
მოიესი:
დევიდ მოიესმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობისას მას სესკ ფაბრეგასის, კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილისა და ტონი კროოსის შეძენა სურდა, მაგრამ ვერცერთი ტრანსფერი ვერ განახორციელა.

ჩამოთვლილთაგან პირველი სამეულის ყიდვას მოიესი 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებდა, მაგრამ მან მხოლოდ მარუან ფელაინის შეძენა შეძლო.

2014 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი ტონი კროოსის გადაბირება სურდა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მინხენის "ბაიერნში" თამაშობდა. თუმცა, მან ვერც ეს ტრანსფერი განახორციელა და საბოლოოდ მხოლოდ ხუან მატას შეძენას დასჯერდა.

"როცა პირველად დავასახელე ჩემი რეალური სამიზნე, ეს გარეთ ბეილი იყო. ვგრძნობდი, რომ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო.

ბოლო წუთამდე ვიბრძოდი. ჩვენ უფრო კარგი წინადადება შევთავაზეთ, ვიდრე მადრიდის "რეალმა". მაგრამ გარეთს "რეალში" წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს იყო ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც ნამდვილად ვისურვებდი "მანჩესტერ იუნაიტედში".

მეორე ასეთი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი იყო, რომელზეც ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ გადმოვიბირებდით. ტონი კროოსი ზაფხულში გადმოსვლაზე დამთანხმდა. ტონისთან და მის აგენტთან შევთანხმდი.

სესკი იმედგაცრული იყო. ძალიან ახლოს ვიყავით მის ტრანსფერთან. და ტონი კროოსის ტრანსფერი იანვრისთვის გადავდეთ - გადაწყვეტილი იყო.

მახსოვს, როცა პირველად შევხვდი სერ ალექსს, მითხრა, რომ რონალდუს დაბრუნების შანსიც არსებობდა. ამიტომ მის შეძენასაც ვცდილობდით.

არ ვაპირებდი შვიდი ან რვა ფეხბურთელის დამატებას, რადგან ჩვენ ჩემპიონი შემადგენლობა გვყავდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრი ფეხბურთელი მოდის, მაგრამ აუცილებელ სხვაობას ვერ ქმნის. ჩემთვის დრო რომ მოეცათ და ამ პერიოდამდე მომეღწია, ახლა წარმატებული გუნდი მეყოლებოდა",
- განაცხადა შოტლანდიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
25 დეკემბერი 2016 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კაიფშია მოიესი ეტყობაა იქნებ მესიც გეყიდა და სუარესიც
0
№2
ავტორი: giorgiginturi
25 დეკემბერი 2016 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
დევიდ აბა ისიც დაამატე და აღიარე რომ ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბიჭები რატომ არ გადმოვიდნენ? wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2016 09:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მონდომებით ყველას მოინდომებ, მაგრამ მწვრთნელის ავტორიტეტის ნაკლებობა ზუსტად იმაშია, რომ ბოლოს ფელაინი შერჩება. ამასთან რატომ უნდა მოსულიყო ან ბეილი, ან რონალდუ, ან ფაბრეგასი და კროოსი. თან არც მაინცდამაინც ის სიტუაცია იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოველ წელს გავდიოდით და რითი უნდა მოეხიბლა ის ფეხბურთელები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Byakugan
25 დეკემბერი 2016 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
კროოსიც,ფაბრეგასიც და ბეილიც რისთვის გინდოდა შე ფარჩაკო, ფლანგიდან რო საჯარიმოში ეწოდებინათ უაზროდ? areyoukiddingme
0
№5
ავტორი: tyeshela1
25 დეკემბერი 2016 10:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ამის ტაქტიკები არ გაიშვას. ქარაქუცა ეს. ვინ გადმოვიდოდა შენთან გუნდი 7 ზე აფორთხიალე
0
№6
ავტორი: DRJBECKHAM
25 დეკემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Martals ambobs es kaci, van gandonist is 2 wlis micema da amas erti welic ro ar daamtabrebines usamartloba iyo, kroosi da fabrrgasi ro nagdad chveni iyo eg yvelam icis, romaldo da bale cota sxva tenaa mara is uechveli vici. Imaze magar gunds daayenebda rac van gandonma gaaketa
0
№7
ავტორი: tyeshela1
25 დეკემბერი 2016 11:43
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: DRJBECKHAM
Martals ambobs es kaci, van gandonist is 2 wlis micema da amas erti welic ro ar daamtabrebines usamartloba iyo, kroosi da fabrrgasi ro nagdad chveni iyo eg yvelam icis, romaldo da bale cota sxva tenaa mara is uechveli vici. Imaze magar gunds daayenebda rac van gandonma gaaketa

ვან განდონმა გუნდი ლიგაზე გაიყვანა და პირველ წელს თავი მაგით გაპირავა, ვითომ ეგ იყო მაგის ნ1 ამოცანა და მეორე სეზონში გააჯმევინეს უკვე
0
№8
ავტორი: gache1991
25 დეკემბერი 2016 14:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: RojoDiablo
მონდომებით ყველას მოინდომებ, მაგრამ მწვრთნელის ავტორიტეტის ნაკლებობა ზუსტად იმაშია, რომ ბოლოს ფელაინი შერჩება. ამასთან რატომ უნდა მოსულიყო ან ბეილი, ან რონალდუ, ან ფაბრეგასი და კროოსი. თან არც მაინცდამაინც ის სიტუაცია იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოველ წელს გავდიოდით და რითი უნდა მოეხიბლა ის ფეხბურთელები.

რატო ჩემპიონი გუნდი იყო ინგლისის,ლიგის ფინალი ორი სამი წლით ადრე რამდენჯერ გვქონდა ნათამაშები,მასე რეალმაც შარშან და იმის წინ მოიგო ლიგა თორე დიდი პაუზა ქონდათ.:))
0
№9
ავტორი: SAF
25 დეკემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კიდევ კაი მალევე გავაგდეთ კროსი ნაყიდი მყავდა და გადავდეო fuckthatbitch თან ფაბრეგასის გამოო fuckthatbitch იმოტომ აღარუნდა მანჩეს გაგონება ტიპს fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2016 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Es ra magari ***a))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top