თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 09:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 11
მოიესი: "იუნაიტედში" 4 ფეხბურთელის შეძენა მსურდა"
დევიდ მოიესი ოთხ განუხორციელებელ ტრანსფერს ასახელებს.
მოიესი:
დევიდ მოიესმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობისას მას სესკ ფაბრეგასის, კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილისა და ტონი კროოსის შეძენა სურდა, მაგრამ ვერცერთი ტრანსფერი ვერ განახორციელა.

ჩამოთვლილთაგან პირველი სამეულის ყიდვას მოიესი 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებდა, მაგრამ მან მხოლოდ მარუან ფელაინის შეძენა შეძლო.

2014 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი ტონი კროოსის გადაბირება სურდა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მინხენის "ბაიერნში" თამაშობდა. თუმცა, მან ვერც ეს ტრანსფერი განახორციელა და საბოლოოდ მხოლოდ ხუან მატას შეძენას დასჯერდა.

"როცა პირველად დავასახელე ჩემი რეალური სამიზნე, ეს გარეთ ბეილი იყო. ვგრძნობდი, რომ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო.

ბოლო წუთამდე ვიბრძოდი. ჩვენ უფრო კარგი წინადადება შევთავაზეთ, ვიდრე მადრიდის "რეალმა". მაგრამ გარეთს "რეალში" წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს იყო ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც ნამდვილად ვისურვებდი "მანჩესტერ იუნაიტედში".

მეორე ასეთი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი იყო, რომელზეც ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ გადმოვიბირებდით. ტონი კროოსი ზაფხულში გადმოსვლაზე დამთანხმდა. ტონისთან და მის აგენტთან შევთანხმდი.

სესკი იმედგაცრული იყო. ძალიან ახლოს ვიყავით მის ტრანსფერთან. და ტონი კროოსის ტრანსფერი იანვრისთვის გადავდეთ - გადაწყვეტილი იყო.

მახსოვს, როცა პირველად შევხვდი სერ ალექსს, მითხრა, რომ რონალდუს დაბრუნების შანსიც არსებობდა. ამიტომ მის შეძენასაც ვცდილობდით.

არ ვაპირებდი შვიდი ან რვა ფეხბურთელის დამატებას, რადგან ჩვენ ჩემპიონი შემადგენლობა გვყავდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრი ფეხბურთელი მოდის, მაგრამ აუცილებელ სხვაობას ვერ ქმნის. ჩემთვის დრო რომ მოეცათ და ამ პერიოდამდე მომეღწია, ახლა წარმატებული გუნდი მეყოლებოდა",
- განაცხადა შოტლანდიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 დეკემბერი 2016 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Axla laparaki advilia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top