თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2016, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3396,
კომენტარები: 13
რუნის გიგანტური შეთავაზება აქვს
ჩინური კლუბების სარფიანი წინადადება "იუნაიტედის" კაპიტანს.
რუნის გიგანტური შეთავაზება აქვს
ჩინეთის სუპერ ლიგის ორ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტნის გადაბირება კვლავ სურთ. უეინ რუნის ხელფასის სახით კვირაში 700 ათას ფუნტს სთავაზობენ.

"გუანგჟოუ ევერგრანდე ტაობაო" - ჩინეთის ყველაზე მდიდარი კლუბი - და "ბეიჯინგ გუოანი" 31 წლის ინგლისელს ჩინური ფეხბურთის განვითარებაში უმთავრეს ფიგურად მიიჩნევენ.

ბოლო ვარსკვლავი, ვინც ჩინეთის სუპერ ლიგაში გადავიდა, "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოსკარია, რომელშიც "შანხაი სიპგმა" 52 მილიონი ფუნტი გადაიხადა და თავად ბრაზილიელს 400 ათასი შესთავაზა კვირაში.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სიტის" ფეხბურთელი კარლოს ტევესიც ჩინეთის გზას ადგას, სადაც მას კვირაში 615 ათას ფუნტს სთავაზობენ.

მაგრამ რუნის შემოსავალი - რომელსაც მოქმედი კონტრაქტით 300 ათასი ფუნტი აქვს კვირაში - ყველა ზემოაღნიშნულ რიცხვს გადააჭარბებს, თუკი "გუანგჟოუ ევერგრანდეში" გადავა.

"ბეიჯინგ გუოანმა" გასულ ზაფხულსაც სცადა "იუნაიტედის" ფორვარდის გადაბირება, მაგრამ მის აგენტთან, პოლ სტრეტფორდთან მოლაპარაკებებს ვერ მიაღწია.

მას შემდეგ კი რუნის კარიერია პრემიერ ლიგაში უკან მიიწევს, რამეთუ ჟოზე მოურინიოს გუნდში მას გარანტირებული აღარ აქვს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

მაგრამ რუნი იანვარში არ აპირებს "იუნაიტედის" დატოვებას. მას მხოლოდ ორი გოლი აშორებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე და ამის მიღწევა სურს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2016 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არამგონია წავიდეს კიდე 2-3 წელი
0
№2
ავტორი: temo123temo123
24 დეკემბერი 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
არ წავა რუნიიი <3 am
0
№3
ავტორი: shotkin
24 დეკემბერი 2016 18:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რავი მიუხედავად იმისა რო მიმაჩნია რუნის 11 ეულის კაცი აღარაა მაინც გავლენა აქვს გუნდზე და ავტორიეტეია და საჭიროა გუნდისთვის ჩვენ ფულში არ გვიჭირს მარა ამაში თუ 70 და 80 მილიონები შესთავაზეს მაშინ ჯობია გაყიდონ და მაგ ფასად ვინმე კარგი იყიდონ რუნის შემცველეი 10 იანზე ან სადაც უნდათ იქ
0
№4
ავტორი: Malboro463
24 დეკემბერი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
sezonis ბოლოs უნდა წავიდეს
2
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაღუპავენ ეს ჩინელები ამ ისედც დაღუპულ ფეხბურთს
0
№6
ავტორი: SAF
24 დეკემბერი 2016 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
რაც არ უნდა გულსატკენი იყოს ზაფხულში რუნის მოგვტაცებენ და მანამდე იმედია იმ 2 გოლს გაატანინებენ ეს დორბლიანი ზანგები როგორმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gamoricxulia chemi azriit
0
№8
ავტორი: RED_manchester
24 დეკემბერი 2016 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
შანსი არაა არ წავა
1
№9
ავტორი: kaxeti
24 დეკემბერი 2016 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
დაიტიე აქ კაი ბაგაზე აბიხარ
0
№10
ავტორი: gela-manutd
24 დეკემბერი 2016 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს კაცი აქ ამტავრებს კარიერას და შეეშვით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top