თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2016, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3398,
კომენტარები: 13
რუნის გიგანტური შეთავაზება აქვს
ჩინური კლუბების სარფიანი წინადადება "იუნაიტედის" კაპიტანს.
რუნის გიგანტური შეთავაზება აქვს
ჩინეთის სუპერ ლიგის ორ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტნის გადაბირება კვლავ სურთ. უეინ რუნის ხელფასის სახით კვირაში 700 ათას ფუნტს სთავაზობენ.

"გუანგჟოუ ევერგრანდე ტაობაო" - ჩინეთის ყველაზე მდიდარი კლუბი - და "ბეიჯინგ გუოანი" 31 წლის ინგლისელს ჩინური ფეხბურთის განვითარებაში უმთავრეს ფიგურად მიიჩნევენ.

ბოლო ვარსკვლავი, ვინც ჩინეთის სუპერ ლიგაში გადავიდა, "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოსკარია, რომელშიც "შანხაი სიპგმა" 52 მილიონი ფუნტი გადაიხადა და თავად ბრაზილიელს 400 ათასი შესთავაზა კვირაში.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სიტის" ფეხბურთელი კარლოს ტევესიც ჩინეთის გზას ადგას, სადაც მას კვირაში 615 ათას ფუნტს სთავაზობენ.

მაგრამ რუნის შემოსავალი - რომელსაც მოქმედი კონტრაქტით 300 ათასი ფუნტი აქვს კვირაში - ყველა ზემოაღნიშნულ რიცხვს გადააჭარბებს, თუკი "გუანგჟოუ ევერგრანდეში" გადავა.

"ბეიჯინგ გუოანმა" გასულ ზაფხულსაც სცადა "იუნაიტედის" ფორვარდის გადაბირება, მაგრამ მის აგენტთან, პოლ სტრეტფორდთან მოლაპარაკებებს ვერ მიაღწია.

მას შემდეგ კი რუნის კარიერია პრემიერ ლიგაში უკან მიიწევს, რამეთუ ჟოზე მოურინიოს გუნდში მას გარანტირებული აღარ აქვს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

მაგრამ რუნი იანვარში არ აპირებს "იუნაიტედის" დატოვებას. მას მხოლოდ ორი გოლი აშორებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე და ამის მიღწევა სურს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
24 დეკემბერი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ამსეზონში რო არწავა ფაქტია და შეიძლება კიდევ დარცეს 1წელი აი მერე უკვე მგონია რო უეჭველი წავა მაყუთს გააკეთებს.
0
№12
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გამორიცხული და შეუძლებელი არაფერია ეს ხომ ფეხბურთია, ვნახოთ... ასე თამაში თუ გააგრძელა რა აზრი ექნება აქ ყოფნას სულ უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებს სკამზე, იქ მარსიალი მოიხოდება აქეთ რეშფორდი იქაც მიკი, გრიზმანსაც დავიმატებთ და ფაფუ რუნი
0
№13
ავტორი: LASHQARA
25 დეკემბერი 2016 05:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არ უნდა წავიდეს მითუმეტეს მაში როცა ესეთ დღეშია გუნდი, სულ მოკვდება მანჩესტერის მუღამი, ცოტა რო დაუბრუნდებით ჩვეულ ფორმას მერე კიდე გადავიტანთ როგორმე love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top