თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 12:53
ავტორი: love united,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 12
რატომ უნდა აირჩიოს ზაჰამ ”იუნაიტედი”?
საიტმა redmancunian.com-მა შემოგვთავაზა სტატია, რომელშიც წერია მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოს უილფრიდ ზაჰამ ”იუნაიტედი”...
რატომ უნდა აირჩიოს ზაჰამ ”იუნაიტედი”?
რატომ ”იუნაიტედი”?


ზაჰას ბედს უკავშირებენ მანჩესტერსა და ”არსენალს”.მაგრამ სწორედ ”ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა იქნება საუკეთესო ვარიანტი ინგლისელი ვინგერისთვის.სერ ალექსს აქვს დიდი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის და მათ ნიჭს სრულად იყენებს.ამის ნათელი მაგალითი იგივე ძმები ნევილები, გიგზი, სკოულზი, ბექჰემი არიან.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფერგიუსონს აქვს დიდი ნიჭი ტალანტების შემჩნევისა სხვა კლუბებში.ერთ-ერთი ასეთი ზაჰაა.

როი კინის მაგალითი


ყველაზე ნათელი მაგალითი როი კინის შეძენა იყო ”ნოტინგემ ფორესტიდან”.ირლანდიელში გადახდილი იყო კოლოსალური თანხა იმ დროისთვის და იგი მოიაზრებოდა ბრაიან რობსონის შემცვლელად.პირველ სეზონში როიმ ითამაშა 37 შეხვედრა.ასევე მოიგო ინგლისის თასი და ჩემპიონატი.

კრისტიანო რონალდოს მაგალითი


კრისტიანო ”ოლდ ტრაფორდზე” 18 წლის ასაკში აღმოჩნდა და მოიაზრებოდა დევიდ ბექჰემის შემცვლელად, რომელიც ”რეალში” გადავიდა.თავდაპირველად რონალდოს 28 ნომრიანი მაისურის მორგება უნდოდა(სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა ”სპორტინგში”), მაგრამ სერ ალექსმა მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა.ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების კვალდაკვალ, როგორებიც იყვნენ სკოულზი, გიგზი, ნისტელროი და კინი, მან შეძლო სეზონის დებიუტშივე ინგლისის თასის მოპოვება.თავისი კაიერის განვმალობაში ”იუნაიტედში”, კრისტიანომ მოიგო 3 პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა.სხვა თასებზე კი ლაპარაკი ზედმეტია.

უეინ რუნის მაგალითი


როგორც რონალდო, უეინიც 18 წლის მივიდა მანჩესტერში.ვაზა, როგორც მას ფანები და გუნდელები ეძახიან, უკვე მე-10 სეზონს ატარებს ”წითელ ეშმაკებში”.მან უკვე მოახერხა 190 გოლის გატანა და თავად სერ ბობი ჩარლტონი იმედოვნებს, რომ რუნი შეძლებს მისი რეკორდის მოხსნას.

შესაძლებლობა ლეგენდათ გახდომისა


მოკლედ რომ ვთქვათ, ფერგიუსონს არაერთი ფეხბურთელი გაუხდია კლუბის ლეგენდა, იყვნენ ისინი შეძენილნი(კინი, რონალდო, რუნი) თუ მოყვანილი აკადემიიდან(სკოულზი, გიგზი, ბექჰემი) ამას მნიშვნელობა არ აქვს.ასეთებად, ამ ეტაპზე ითვლებიან ტომ კლევერლი და დენი უელბეკი.ისინი ვითარდებიან რიო ფერდინანდის, ნამნია ვიდიჩის, პატრის ევრას და მაიკლ კერიკის გარემოცვაში.

გადაწყვეტილება ”იუნაიტედის” სასარგებლოდ


იმის მიუხედავად, რომ ”არსენალს” აქვს უკეთესი პირობები ზაჰასთვის, მათ არ აქვთ ისეთი პოტენციალი, როგორიც მანჩესტერს.საკვანძო ფეხბურთელების გაყიდვამ დიდი როლი ითამაშა არსენ ვენგერის კლუბზე.”იუნაიტედი” კი ყოველ თამაშში ვითარდება და ყოველთვის შეუძლიათ ბრძოლა ჩემპიონობისთვის.ისინი ინარჩუნებენ წამყვან ფეხბურთელებს, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებიან ზაჰას განვითარებაში.ასევე ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ ამ დროისთვის კლუბში არ არის ძლიერი კონკურენცია ვინგერის პოზიციაზე.”კრისტალ პალასის” ფეხბურთელს აქვს კარგი ტექნიკა, ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული.შეიძლება მალე ისიც საკვანძო ფეხბურთელი გახდეს ”წითელი ეშმაკებისთვის”.

წყარო:http://redevils.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: love united
19 იანვარი 2013 12:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ ყველას კი დაგვაწყდა ნერვები ამასთან დაკავშირებით მაგრამ მაინც საინტერესო სტატიაა და წაიკითხეთ... wink
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
19 იანვარი 2013 12:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვაა საღოლ.. მოდი შე კაი კაცო მანჩესტერია სიტი ხო არ არი :D..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: Vodafone
19 იანვარი 2013 12:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეს ზაჰას წააკითხეთ wink
0
№4
ავტორი: Shako Jones
19 იანვარი 2013 13:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უტიტულობის გამო აქ წამოვა უეჭველი.
0
№5
ავტორი: Jubo
19 იანვარი 2013 13:12
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კინის, რუნის და რონალდოს მაგალითები უადგილოა ჩემი აზრით. რუნიმ გადმოსვლამდე არსენალის 30 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 18 წლის ასაკში პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად დასახელდა. რონალდო ბექზის, კინი რობსონის შემცვლელად მოვიდა. ორი აზრი არ იყო რომ სამივეს დიდი მომავალი ექნებოდა იუნაიტედში და ზაჰა ვინღაა რატომ ადარებს ეს redmancunian.com კინს, რონალდოს და რუნის? areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: love united
19 იანვარი 2013 13:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
...RooNeY...FaN...
რავიცი ადარებენ და... wink
0
№7
ავტორი: ლადო
19 იანვარი 2013 13:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მინდა ეს ფუტბოლისტი, მაგრამ არ ვიცი გააამრთლებს თუ არააა
0
№8
ავტორი: Mike
19 იანვარი 2013 14:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
აუ კიდე ეს ზაჰა რა , კაროჩე ამ ზაჰას მეტი ინფორმაცია არაა, არ მევასება და გადავიდეს არსენალში ერთი ამის დედაც
0
№9
ავტორი: UTD-Rule
19 იანვარი 2013 14:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
და ბოლოს იმიტომ,რომ ამ კლუბს ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ყავს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: BERDI
19 იანვარი 2013 18:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Vodafone,
ეგება დაადგეს საშველი არაა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top