თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 12:53
ავტორი: love united,
ნანახია: 2134,
კომენტარები: 12
რატომ უნდა აირჩიოს ზაჰამ ”იუნაიტედი”?
საიტმა redmancunian.com-მა შემოგვთავაზა სტატია, რომელშიც წერია მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოს უილფრიდ ზაჰამ ”იუნაიტედი”...
რატომ უნდა აირჩიოს ზაჰამ ”იუნაიტედი”?
რატომ ”იუნაიტედი”?


ზაჰას ბედს უკავშირებენ მანჩესტერსა და ”არსენალს”.მაგრამ სწორედ ”ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა იქნება საუკეთესო ვარიანტი ინგლისელი ვინგერისთვის.სერ ალექსს აქვს დიდი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის და მათ ნიჭს სრულად იყენებს.ამის ნათელი მაგალითი იგივე ძმები ნევილები, გიგზი, სკოულზი, ბექჰემი არიან.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფერგიუსონს აქვს დიდი ნიჭი ტალანტების შემჩნევისა სხვა კლუბებში.ერთ-ერთი ასეთი ზაჰაა.

როი კინის მაგალითი


ყველაზე ნათელი მაგალითი როი კინის შეძენა იყო ”ნოტინგემ ფორესტიდან”.ირლანდიელში გადახდილი იყო კოლოსალური თანხა იმ დროისთვის და იგი მოიაზრებოდა ბრაიან რობსონის შემცვლელად.პირველ სეზონში როიმ ითამაშა 37 შეხვედრა.ასევე მოიგო ინგლისის თასი და ჩემპიონატი.

კრისტიანო რონალდოს მაგალითი


კრისტიანო ”ოლდ ტრაფორდზე” 18 წლის ასაკში აღმოჩნდა და მოიაზრებოდა დევიდ ბექჰემის შემცვლელად, რომელიც ”რეალში” გადავიდა.თავდაპირველად რონალდოს 28 ნომრიანი მაისურის მორგება უნდოდა(სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა ”სპორტინგში”), მაგრამ სერ ალექსმა მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა.ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების კვალდაკვალ, როგორებიც იყვნენ სკოულზი, გიგზი, ნისტელროი და კინი, მან შეძლო სეზონის დებიუტშივე ინგლისის თასის მოპოვება.თავისი კაიერის განვმალობაში ”იუნაიტედში”, კრისტიანომ მოიგო 3 პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა.სხვა თასებზე კი ლაპარაკი ზედმეტია.

უეინ რუნის მაგალითი


როგორც რონალდო, უეინიც 18 წლის მივიდა მანჩესტერში.ვაზა, როგორც მას ფანები და გუნდელები ეძახიან, უკვე მე-10 სეზონს ატარებს ”წითელ ეშმაკებში”.მან უკვე მოახერხა 190 გოლის გატანა და თავად სერ ბობი ჩარლტონი იმედოვნებს, რომ რუნი შეძლებს მისი რეკორდის მოხსნას.

შესაძლებლობა ლეგენდათ გახდომისა


მოკლედ რომ ვთქვათ, ფერგიუსონს არაერთი ფეხბურთელი გაუხდია კლუბის ლეგენდა, იყვნენ ისინი შეძენილნი(კინი, რონალდო, რუნი) თუ მოყვანილი აკადემიიდან(სკოულზი, გიგზი, ბექჰემი) ამას მნიშვნელობა არ აქვს.ასეთებად, ამ ეტაპზე ითვლებიან ტომ კლევერლი და დენი უელბეკი.ისინი ვითარდებიან რიო ფერდინანდის, ნამნია ვიდიჩის, პატრის ევრას და მაიკლ კერიკის გარემოცვაში.

გადაწყვეტილება ”იუნაიტედის” სასარგებლოდ


იმის მიუხედავად, რომ ”არსენალს” აქვს უკეთესი პირობები ზაჰასთვის, მათ არ აქვთ ისეთი პოტენციალი, როგორიც მანჩესტერს.საკვანძო ფეხბურთელების გაყიდვამ დიდი როლი ითამაშა არსენ ვენგერის კლუბზე.”იუნაიტედი” კი ყოველ თამაშში ვითარდება და ყოველთვის შეუძლიათ ბრძოლა ჩემპიონობისთვის.ისინი ინარჩუნებენ წამყვან ფეხბურთელებს, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებიან ზაჰას განვითარებაში.ასევე ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ ამ დროისთვის კლუბში არ არის ძლიერი კონკურენცია ვინგერის პოზიციაზე.”კრისტალ პალასის” ფეხბურთელს აქვს კარგი ტექნიკა, ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული.შეიძლება მალე ისიც საკვანძო ფეხბურთელი გახდეს ”წითელი ეშმაკებისთვის”.

წყარო:http://redevils.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
20 იანვარი 2013 02:12
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Mike,
რატომ არ გევასება ძალიან პერსპექტიული და ტექნიკური ფებურთელია გამოგვადგება.
0
№12
ავტორი: TrueRed
28 თებერვალი 2013 12:50
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეს ძაან მაგარი გაიზრდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top