ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ "ჩელსის" ფილოსოფია და სიძლიერე მათ ძალიან რთულად დასამარცხელებს ხდის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
მოურინიოს თქმით, "წითელ ეშმაკებს" ძალიან გაუჭირდებათ "ლურჯებთან" 13-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და ტიტულის დაუფლება.
"ძალიან რთულია, გულახდილად უნდა ითქვას. არა მარტო ქულათა სხვაობა, არამედ "ჩელსის" სათამაშო ფილოსოფიაც ართულებს.
ერთ გოლს იტანენ და იმარჯვებენ, თავს იცავენ, კარგად იცავენ, როცა მათ სასარგებლოდაა ანგარიში, ბოლო 20 წუთში მცველები ერთვებიან საქმეში, არ აღელვებთ, რას იტყვის ხალხი, რას იფიქრებენ, მხოლოდ გამარჯვება სურთ.
ამიტომაც მგონია, რომ ბევრ ქულას არ დაკარგავენ. მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია "იუნაიტედის" ჩემპიონობა, მაგრამ ძალიან რთული. სხვაობა უკვე ძალიან დიდია", - განაცხადა "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა.