თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ჩელსი" ბევრ ქულას არ დაკარგავს"
ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ "ჩელსის" ფილოსოფია და სიძლიერე მათ ძალიან რთულად დასამარცხელებს ხდის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

მოურინიოს თქმით, "წითელ ეშმაკებს" ძალიან გაუჭირდებათ "ლურჯებთან" 13-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და ტიტულის დაუფლება.

"ძალიან რთულია, გულახდილად უნდა ითქვას. არა მარტო ქულათა სხვაობა, არამედ "ჩელსის" სათამაშო ფილოსოფიაც ართულებს.

ერთ გოლს იტანენ და იმარჯვებენ, თავს იცავენ, კარგად იცავენ, როცა მათ სასარგებლოდაა ანგარიში, ბოლო 20 წუთში მცველები ერთვებიან საქმეში, არ აღელვებთ, რას იტყვის ხალხი, რას იფიქრებენ, მხოლოდ გამარჯვება სურთ.

ამიტომაც მგონია, რომ ბევრ ქულას არ დაკარგავენ. მათემატიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია "იუნაიტედის" ჩემპიონობა, მაგრამ ძალიან რთული. სხვაობა უკვე ძალიან დიდია",
- განაცხადა "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2016 22:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
თეორიულად შეუძლებელია ქულები არ დაკარგონ..ეგენიც დაკარგავენ და სხვებიც..ეხერხებათ კეჰილსაც ლუიზსაც სისულელეები და კოშტა დიდი ხანი ვერ ათრევს გუნდს..
0
№12
ავტორი: LASHQARA
23 დეკემბერი 2016 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
"ერთ გოლს იტანენ და იმარჯვებენ, თავს იცავენ, კარგად იცავენ, როცა მათ სასარგებლოდაა ანგარიში, ბოლო 20 წუთში მცველები ერთვებიან საქმეში, არ აღელვებთ, რას იტყვის ხალხი, რას იფიქრებენ, მხოლოდ გამარჯვება სურთ."" ეს მაურინიოს სიტყვებია ჩემი არა... აი როცა დაცვაზე ვსაუბრობ ესაა კარგი დაცვის დამსახურება და ვიღაც ორი დღის ბავშვებით ვერ დაიცავ თავს კარგად, მომავალში შეიძლება მგელი ხდება ის ბავშვი, მაგრამ ჩვენ ლოდინის დრო არ გვაქ, დღესვე გვინდა შედეგი დღესვე. სირცხვილია ამდენი ხანი ლიგის გარეშე ყოფნა და ესე თამაში ქვეყნის ჩემპიონატში, მოკლედ კარგი გამოცდილი მცველების ყიდვა ჩვენი წარმატების გარანტიააა love am

ციტატა: უეინ რუნი
მოურინიოს ის ფეხბურთი რო ეთამაშა რასაც ჩელსი ახლა თამაშობს იტყოდნენ ასეთი ფეხბურთის დედას...იო მაგარი ყ.ე მწვრთნელია მოუოო კონტე რო იგივეს თამაშობს საოცრებას აკეთებსო ყველა ამბობს fuck logic angry

მართალი ხარ ძმაო მართალი love
0
№13
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2016 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არა მაგის იმედი არ მაქ არც მეე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top