თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 11
გრიზმანისთვის ბრძოლაში "სიტიც" ჩაერთო
პეპ გვარდიოლას თავდამსხმელის შეძენა სურს.
გრიზმანისთვის ბრძოლაში
პეპ გვარდიოლა ანტუან გრიზმანის გადაბირებას ისახავს მიზნად, თუმცა ალექსის სანჩესიც მის რადარზეა.

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო ზაფხულსაც დახარჯავს დიდძალ თანხას და "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგის გადაბირებაში შეეცილება.

პეპს მიაჩნია, რომ მანუელ პელეგრინის მიერ დატოვებულ გუნდს რამდენიმე ახალწვეული სჭირდება, რათა პრემიერ ლიგაში დომინირება და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება შეძლოს.

გარდა იმისა, რომ გვარდიოლას თავდაცვა არ აკმაყოფილებს და ფლანგის ორი, ხოლო ცენტრის ერთი მცველის შეძენა სურს, ესპანელი იმასაც აცნობიერებს, რომ გუნდს თავდასხმაში პრობლემები აქვს.

იანვარში "სიტის" გაბრიელ ჟეზუსი შეუერთდება, მაგრამ "ქალაქელებს" გრიზმანის შეძენაც სურთ, რომლის ფასიც 70 მლნ. ფუნტია და რომლისთვისაც ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის.

გვარდიოლა სანჩესის დიდი გულშემატკივარიცაა და "არსენალთან" ჩილესის კონტრაქტის სიტუაციას აკვირდება.

სერხიო აგუერომ "ქალაქელებთან" ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა, მაგრამ გვარდიოლა მას სულ სხვა ფუნქციის მქონე - წამყვან ფორვარდად მოიაზრებს, გრიზმანსა და სანჩესს კი მის სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრებათ.

როგორც მოსალოდნელია, სეზონის ბოლოს გრიზმანი "ატლეტიკოს" დატოვებს, 25 წლის ფეხბურთელისთვის კი ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი იბრძვის.

ჟოზე მოურინიო მისი ერთ-ერთი გულშემატკივარია და "სიტიში" არ სურთ გრიზმანი მათმა კონკურენტმა გუნდმა გადაიბიროს.

თუმცა, თუკი ეს მაინც მოხდება, გვარდიოლა სანჩესის ვარიანტს დაისახავს პრიორიტეტულ მიზნად, რომელიც სეზონის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერი მის გაშვებას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ აპირებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
23 დეკემბერი 2016 14:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Rato ver xvdebian ro sitim maradona da pele ro gaaxalgazrdaos mainc siti iqneba da mainc meore nomeri sul unaitedi 1 divizionshi ikos. Qaraqucebi
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 დეკემბერი 2016 14:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თვითონ გრიზმანის არჩევანზე თუ მიდგა საქმე არამგონია სიტი აირჩიოს
0
№3
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა გაუმაზღარიგუნდია,ვინმე თუ იყიდება ყველა და ყველაფერი უნდა გაიწოვონ.რამდენი მცველი იყიდეს ბოლო სამ წელში და მაიც ვერალაგდნენ.გუნდში სადაც პოგბაა გრიზმანისთვის მემგონი ყველაფერი გააწყვეილი იქნება
0
№4
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
იმედია ჩვენთან გადმოვა
0
№5
ავტორი: stepno
23 დეკემბერი 2016 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მინდა რააა
0
№6
ავტორი: kantona-7
23 დეკემბერი 2016 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
თუ გრიზმანის არჩევანზე იქნება ყველაფერი სიტისა და ჩვენ შორის 10%_90% არის ჩვენ სასარგებლოდ დარჭმუნებული ვარ ამაში>>>ისე სანჩესიც დაგვხატავდა გრიზმანთან ერთად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: nugo nugo
23 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ამ სიტიმ რა ტვინი მო**** უკვე.მცველიო თან რამდენი უნდა იყიდონ? wink არამგნია რაღაც გრიზმანი სიტიში გადავიდეს იმედია ჩვენტან მოვა love
0
№8
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2016 20:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გრიზმანი არ ვიცი მარა აი სანჩესისნაირი ფეხბურთელი ამ გუნდში ოცნებად მექცა
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
23 დეკემბერი 2016 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
გრიზმანი მანჩესტერის და ბექემის ფანია ბავშვობიდან და თუ სადმე წავიდა ატლეტიკოდან აქ წამოვა დარწმუნებული ვაარ
0
№10
ავტორი: Lev
23 დეკემბერი 2016 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
გუარდიოლა პანიკაშია როგორც იბრა იტყოდა ტრ---აკი უცახცახებს სანე სტერლინგი აგუერო დე ბრუინი ტურე ფერნანდინიო იჰეანაჩო დაცვაც კაი ჰყავთ ხო ესეთი მაგარი გუნდი ჰყავს მაინც მშიშარა კურდღელია ეხლა მესი გრიზმანი და სანჩესი თუ არ იყიდა ამ უდღეურმა იცის რომ თვითონ ტრ---კი არა აქვს რომ გუნდი ათამაშოს და დაიმახსოვრეთ ინგლისში დაიმსხვრევა გვარდიოლას მაგარი მწვრთნელობის მითი და თან ვიღაც ვესტ ბრომვიჩები და მიდლსბროები დაამსხვრევენ ამ მითებს. მოურინიოს ისეთი ბარდაკი დახვდა გუნდში და ერთიßორი ტრანსფერით უკვე აათამაშა გუნდი. მოურინიო მებრძოლი კაცია პორტუთი და ინტერით დადო ლიგა და ხვარდიოლა კიდე მთელი ცხოვრება მესის ხავის და ინიესტას ყ//ვერებს იყო ამოფარებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top