თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2520,
კომენტარები: 11
გრიზმანისთვის ბრძოლაში "სიტიც" ჩაერთო
პეპ გვარდიოლას თავდამსხმელის შეძენა სურს.
გრიზმანისთვის ბრძოლაში
პეპ გვარდიოლა ანტუან გრიზმანის გადაბირებას ისახავს მიზნად, თუმცა ალექსის სანჩესიც მის რადარზეა.

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო ზაფხულსაც დახარჯავს დიდძალ თანხას და "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგის გადაბირებაში შეეცილება.

პეპს მიაჩნია, რომ მანუელ პელეგრინის მიერ დატოვებულ გუნდს რამდენიმე ახალწვეული სჭირდება, რათა პრემიერ ლიგაში დომინირება და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება შეძლოს.

გარდა იმისა, რომ გვარდიოლას თავდაცვა არ აკმაყოფილებს და ფლანგის ორი, ხოლო ცენტრის ერთი მცველის შეძენა სურს, ესპანელი იმასაც აცნობიერებს, რომ გუნდს თავდასხმაში პრობლემები აქვს.

იანვარში "სიტის" გაბრიელ ჟეზუსი შეუერთდება, მაგრამ "ქალაქელებს" გრიზმანის შეძენაც სურთ, რომლის ფასიც 70 მლნ. ფუნტია და რომლისთვისაც ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის.

გვარდიოლა სანჩესის დიდი გულშემატკივარიცაა და "არსენალთან" ჩილესის კონტრაქტის სიტუაციას აკვირდება.

სერხიო აგუერომ "ქალაქელებთან" ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა, მაგრამ გვარდიოლა მას სულ სხვა ფუნქციის მქონე - წამყვან ფორვარდად მოიაზრებს, გრიზმანსა და სანჩესს კი მის სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრებათ.

როგორც მოსალოდნელია, სეზონის ბოლოს გრიზმანი "ატლეტიკოს" დატოვებს, 25 წლის ფეხბურთელისთვის კი ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი იბრძვის.

ჟოზე მოურინიო მისი ერთ-ერთი გულშემატკივარია და "სიტიში" არ სურთ გრიზმანი მათმა კონკურენტმა გუნდმა გადაიბიროს.

თუმცა, თუკი ეს მაინც მოხდება, გვარდიოლა სანჩესის ვარიანტს დაისახავს პრიორიტეტულ მიზნად, რომელიც სეზონის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერი მის გაშვებას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ აპირებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2016 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გრიზმანის უდღეურებში გადასვლა ძალიან ცუდი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top