თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2761,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ზამთარში ერთ ფეხბურთელს შევიძენ"
მოურინიო მასობრივი ტრანსფერების განხორციელებას იანვარში არ აპირებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაკავშირება "ბენფიკას" მცველთან, ვიქტორ ლინდელეფთან სავსებით ნორმალური მოვლენაა და შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ტრანსფერი, რომელსაც კლუბი ზამთარში განახორციელებს.

ლინდელეფი, დიდი ალბათობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ პირდაპირ არ დაადასტურა 22 წლის მცველისადმი ინტერესი, მიანიშნა, რომ მისთვის უცხო არ არის ამა თუ იმ მოთამაშის დაკავშირება მის კლუბებთან.

"პორტუგალიური გაზეთების პირველ გვერდებზე წერია, რომ ყველა პორტუგალიელი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედში" მოდის.

ეს ნორმალურია, რამდენიმე სეზონით ადრე პორტუგალიელ ფეხბურთელებს "ჩელსიში" და მადრიდის "რეალში" აგზავნიდნენ, სრულიად ნორმალურია.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი გუნდი მომწონს. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის უფრო მჯერა, ვიდრე ზამთრის. უფრო მეტი დრო, უფრო მეტი არჩევანი - ვფიქრობ, ის უკეთესია. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

თუკი ვინმეს ვიყიდით, ეს იქნება ფეხბურთელი და არა ფეხბურთელები. თუკი ვინმეს კარს გავუღებთ წასასვლელად, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვინდა ასე, არამედ იმიტომ, რომ მას სურს.

მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელების შენარჩუნება დამაკმაყოფილებდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
22 დეკემბერი 2016 15:08
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა ფულებს აკეთებენ ეს ბენფიკა და პორტო..დიდი იმედი მაქ გაამართლებს მაგრამ მაინც მგონია ვან დეიკი გვეყიდა ამდენი ხანია ინგლიშI თამაშობს და კარგად თან..არამგონია ამაზე მეტი მოეთAხოვა საუთჰემტონს რასაც ამასმში იძახიან
0
№2
ავტორი: Phil Jones
22 დეკემბერი 2016 15:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედია ბიუტნერივით არ იქნება
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
22 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ გვინდა რა პორტუგალიური კლუბებიდან ფეხბურთელების ყიდვა belay მაგარი ჩოილარი ლიგაა და არამგონია ეხლა ამან გაამართლოს, ჩვეულებრივი ევანსი იქნება პრემიერლიგაში
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დიდი ალბათობით იყიდიან ამას და ვნახოთ როგორ გაამართლებს
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
22 დეკემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მემგონი უკვე იყიდე ეს ))) მესმის რო ჩვენი ფული არ მიდის და ა.შ. მაგრამ მაინც ვთვლი რო ამ ფასად უკეთესი მცველის შეძენა შეგვიძლია, მითუემეტეს იმ პერიოდში როცა არც ისე ხნიერი დაცვის გუნდი გვყავს, მესმის რო მარად პოტენციურებად ითველბა სმოლინგიც და ჯონსიც მაგრამ ხო არ ჯობდა ეს თანხა, ვთქვათ ბოატენგისთვის ან რომანიოლითვის, მანოლასისთვის გადაედოთ და არა პოტენციურ ახალგაზრდა მცველისთვის.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: DRJBECKHAM
მემგონი უკვე იყიდე ეს ))) მესმის რო ჩვენი ფული არ მიდის და ა.შ. მაგრამ მაინც ვთვლი რო ამ ფასად უკეთესი მცველის შეძენა შეგვიძლია, მითუემეტეს იმ პერიოდში როცა არც ისე ხნიერი დაცვის გუნდი გვყავს, მესმის რო მარად პოტენციურებად ითველბა სმოლინგიც და ჯონსიც მაგრამ ხო არ ჯობდა ეს თანხა, ვთქვათ ბოატენგისთვის ან რომანიოლითვის, მანოლასისთვის გადაედოთ და არა პოტენციურ ახალგაზრდა მცველისთვის.

ასეთ დათმობაზე იმიტომ მიდის მოუ, რომ ზამთარში სჭირდება მცველი. ზაფხული რომ იყოს, შენ მიერ ჩამოთვლილებსაც მოისურვებდა, მაგრამ ზამთარში არავინ მისცემს მაგათ და ამიტომაც იხარჯება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: nugo nugo
22 დეკემბერი 2016 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
იმედია გაამართლებს ეს ტრანსფერი.
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
22 დეკემბერი 2016 16:38
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: DRJBECKHAM
მემგონი უკვე იყიდე ეს ))) მესმის რო ჩვენი ფული არ მიდის და ა.შ. მაგრამ მაინც ვთვლი რო ამ ფასად უკეთესი მცველის შეძენა შეგვიძლია, მითუემეტეს იმ პერიოდში როცა არც ისე ხნიერი დაცვის გუნდი გვყავს, მესმის რო მარად პოტენციურებად ითველბა სმოლინგიც და ჯონსიც მაგრამ ხო არ ჯობდა ეს თანხა, ვთქვათ ბოატენგისთვის ან რომანიოლითვის, მანოლასისთვის გადაედოთ და არა პოტენციურ ახალგაზრდა მცველისთვის.

ასეთ დათმობაზე იმიტომ მიდის მოუ, რომ ზამთარში სჭირდება მცველი. ზაფხული რომ იყოს, შენ მიერ ჩამოთვლილებსაც მოისურვებდა, მაგრამ ზამთარში არავინ მისცემს მაგათ და ამიტომაც იხარჯება

იმ დონის ნაღდად არ არის რო მოვიდეს ჯონსს აჯობოს ან კიდე სმოლინგს. ზაფხულში კიდე ტიაგო სილვას კონტრაქტი უმთავრდება და რავიცი რავიცი ))))
0
№9
ავტორი: gaga1987
22 დეკემბერი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია გამოგვადგება.ახალგაზრდაა და ჟოზეს არშეეშლება ცველის არჩევა თან იცის როგორი მცველი ჭირდება.ნუ თანხა გვაქვს ყველამ იცის და ძვირად გვაძლევენ ყველას :)))))))))))))
0
№10
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Itokshi wavlen kidec ukve meramdened mianishna da mosvlit savaraudod linderofii mova
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top