თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2762,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ზამთარში ერთ ფეხბურთელს შევიძენ"
მოურინიო მასობრივი ტრანსფერების განხორციელებას იანვარში არ აპირებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაკავშირება "ბენფიკას" მცველთან, ვიქტორ ლინდელეფთან სავსებით ნორმალური მოვლენაა და შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ტრანსფერი, რომელსაც კლუბი ზამთარში განახორციელებს.

ლინდელეფი, დიდი ალბათობით, "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე და მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ პირდაპირ არ დაადასტურა 22 წლის მცველისადმი ინტერესი, მიანიშნა, რომ მისთვის უცხო არ არის ამა თუ იმ მოთამაშის დაკავშირება მის კლუბებთან.

"პორტუგალიური გაზეთების პირველ გვერდებზე წერია, რომ ყველა პორტუგალიელი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედში" მოდის.

ეს ნორმალურია, რამდენიმე სეზონით ადრე პორტუგალიელ ფეხბურთელებს "ჩელსიში" და მადრიდის "რეალში" აგზავნიდნენ, სრულიად ნორმალურია.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი გუნდი მომწონს. ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის უფრო მჯერა, ვიდრე ზამთრის. უფრო მეტი დრო, უფრო მეტი არჩევანი - ვფიქრობ, ის უკეთესია. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

თუკი ვინმეს ვიყიდით, ეს იქნება ფეხბურთელი და არა ფეხბურთელები. თუკი ვინმეს კარს გავუღებთ წასასვლელად, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვინდა ასე, არამედ იმიტომ, რომ მას სურს.

მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელების შენარჩუნება დამაკმაყოფილებდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
22 დეკემბერი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ფული ეს არის ის რაც ჩვენ არ გვიჭირს wink am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top