ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტუგალიელი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბიდან ზღაპრულ შეთავაზებას მიიღებს.
"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემდეგ მოურინიოს დაუყოვნებლივი წარმატებისთვის სულაც არ მიუღწევია, მაგრამ მისი გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს აღწევს.
პრესაში იწერებოდა, რომ მოურინიომ ხელმძღვანელობის გული მოიგო და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებდნენ, მაგრამ 53 წლის სპეციალისტი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად.
"ჩინეთის ფული ყველასთვის მიმზიდველია, მაგრამ მე უმაღლესი დონის ფეხბურთი მიყვარს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 53 წლის, ძალიან ახალგაზრდა ასაკია, ფეხბურთში ბევრი წელი მაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ ჩინეთის მსგავს ქვეყანაში წავიდე.
მინდა იქ ვიყო, სადაც გამარჯვება რთულია, ასე რომ, სწორად შევარჩიე ადგილი. "იუნაიტედს" ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია და არც ველი, რომ შემომთავაზებს, რადგან მათ სამი წელი მომცემს.
სუპერმხარდაჭერას მიცხადებენ და ვგრძნობ, რომ აქ სამ წელზე მეტხანს დავრჩები.
იციან, რომ მიყვარს, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი სამუშაო მიყვარს და ისიც იციან, რომ ერთ დღეს თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს, ხელს მოვაწერ, მრჩეველებსაც კი არ დავეკითხები, იმიტომ მოვაწერ, რომ მიყვარს ეს სამუშაო", - განაცხადა პორტუგალიელმა.