თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 14
მოურინიო პოტენციური კონტრაქტის შესახებ
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედში" დიდხანს დარჩენის სურვილს გამოთქვამს.
მოურინიო პოტენციური კონტრაქტის შესახებ
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტუგალიელი ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბიდან ზღაპრულ შეთავაზებას მიიღებს.

"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემდეგ მოურინიოს დაუყოვნებლივი წარმატებისთვის სულაც არ მიუღწევია, მაგრამ მისი გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს აღწევს.

პრესაში იწერებოდა, რომ მოურინიომ ხელმძღვანელობის გული მოიგო და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებდნენ, მაგრამ 53 წლის სპეციალისტი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად.

"ჩინეთის ფული ყველასთვის მიმზიდველია, მაგრამ მე უმაღლესი დონის ფეხბურთი მიყვარს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 53 წლის, ძალიან ახალგაზრდა ასაკია, ფეხბურთში ბევრი წელი მაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ ჩინეთის მსგავს ქვეყანაში წავიდე.

მინდა იქ ვიყო, სადაც გამარჯვება რთულია, ასე რომ, სწორად შევარჩიე ადგილი. "იუნაიტედს" ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია და არც ველი, რომ შემომთავაზებს, რადგან მათ სამი წელი მომცემს.

სუპერმხარდაჭერას მიცხადებენ და ვგრძნობ, რომ აქ სამ წელზე მეტხანს დავრჩები.

იციან, რომ მიყვარს, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი სამუშაო მიყვარს და ისიც იციან, რომ ერთ დღეს თუ შემომთავაზებენ კონტრაქტს, ხელს მოვაწერ, მრჩეველებსაც კი არ დავეკითხები, იმიტომ მოვაწერ, რომ მიყვარს ეს სამუშაო",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol joze ❤️
0
№12
ავტორი: giorgi_mg
22 დეკემბერი 2016 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მრავალი წელის განმავლობაში სამან ჩვენი მწვრთნელი გახდებოდა თბილ სიტყვებს არ იშურებდა და ერთხელაც არ ყოფილა რომ როდისმე ეკბინოს მანჩესტერისთვის, ესე გააგძელე მოუ სიყვარულით ბევრს მიაღწევ...

მრავალი წელის განმავლობაში სამან ჩვენი მწვრთნელი გახდებოდა თბილ სიტყვებს არ იშურებდა და ერთხელაც არ ყოფილა რომ როდისმე ეკბინოს მანჩესტერისთვის, ესე გააგძელე მოუ სიყვარულით ბევრს მიაღწევ...
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
22 დეკემბერი 2016 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აბა რა ჯოზიტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო გადა***ი ლივე ტოტე ჩელსი სიტი ევერტონი არსენალი ბარსა რეალი ატლეტიკო ბავარია დორტმუნდი რავი ვინც გზაზე გადაგეღობება ყველა და აბა რას იზამენ 20 წლია კონტრაკტს დაგიდებენ წინ
0
№14
ავტორი: krekera
22 დეკემბერი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ჟოზე შენი იმედი გვაქვს, მეორე სეზონში უკვე გამოიკვეთება ღირს თუ არა ამის გაჩერება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top