"ბენფიკას" ლეგენდა ანტონიო ველოზუ განცხადებით გამოვიდა, რომლითაც ადასტურებს, რომ ვიქტორ ლინდელეფი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის.
22 წლის შვედი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" განაგრძობს კარიერას, "წითელმა ეშმაკებმა" კი გასულ კვირაში უკვე გამართეს მოლაპარაკებები "ბენფიკას" პრეზიდენტთან.
შვედეთის ნაკრების წევრი ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველად ითვლება და შესაძლოა, "ეშტადიო და ლუჟზე" თავისი უკანასკნელი მატჩი დღეს საღამოს ჩაატაროს.
თავის მხრივ ამას ადასტურებს ველოზუ, რომელმაც "ბენფიკაში" 15 წელი გაატარა და 419 მატჩი ჩაატარა. "არ მიკვირს, რომ ლინდელეფი სხვაგან გადადის. უბრალოდ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" და სხვა კლუბებმა ინტერესი გამოავლინეს, არ ვიცოდი, ეს ახლა მოხდებოდა თუ სეზონის ბოლოს.
"ბენფიკასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდს სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს ჟარდელისა და ლისანდროს სახით.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ მიდის", - განაცხადა ველოზუმ.