თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2943,
კომენტარები: 23
ველოზუ: "ვწუხვართ, რომ ვიქტორი გვტოვებს"
"ბენფიკას" ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადება.
ველოზუ:
"ბენფიკას" ლეგენდა ანტონიო ველოზუ განცხადებით გამოვიდა, რომლითაც ადასტურებს, რომ ვიქტორ ლინდელეფი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის.

22 წლის შვედი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" განაგრძობს კარიერას, "წითელმა ეშმაკებმა" კი გასულ კვირაში უკვე გამართეს მოლაპარაკებები "ბენფიკას" პრეზიდენტთან.

შვედეთის ნაკრების წევრი ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველად ითვლება და შესაძლოა, "ეშტადიო და ლუჟზე" თავისი უკანასკნელი მატჩი დღეს საღამოს ჩაატაროს.

თავის მხრივ ამას ადასტურებს ველოზუ, რომელმაც "ბენფიკაში" 15 წელი გაატარა და 419 მატჩი ჩაატარა.

"არ მიკვირს, რომ ლინდელეფი სხვაგან გადადის. უბრალოდ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" და სხვა კლუბებმა ინტერესი გამოავლინეს, არ ვიცოდი, ეს ახლა მოხდებოდა თუ სეზონის ბოლოს.

"ბენფიკასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ გუნდს სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს ჟარდელისა და ლისანდროს სახით.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ მიდის",
- განაცხადა ველოზუმ.

წყარო: metro
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: shotkin
22 დეკემბერი 2016 12:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: LASHQARA
ვინაა საერთოდ პირველად გავიგე ვინმე შემდგარი მცველი გვინდა ვინც 100 თუ არ 90% გაამართლებს ეს უაზრო ექსპერიმენტები ღუპავს გუნდს და ყველა წელს არასტაბილურს ხდის winked love

ბაილიც არვიცოდიტ მარა ხო ხედავ რა კლასია
0
№22
ავტორი: LASHQARA
22 დეკემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეგ რასაც საუბრობთ ძმაო ელემენტარული ლოგიკაა რო 3 რო გაგიტანენ და 5 გაუტან მოიგებ მაგრამ 1-0 რო იგებ შენარჩუნება უნდა შეგეძლოს მე მაქვს ნანახი გაუვალი დაცვა ჩელსი ბარსელონას ლიგის თამაში გაიხსენეთ, მილანის დაცვა ნესტა, კაფუ, მალდინი , კოსტაკურტა და ჩვენი გუნდის ფერდინანდი და ვიდიჩი რო იდგა ერთს რო გავიტანდით ძირითადად ვიგებდით ეს იყო დაცვის დამსახურება აგერ ატლეტიკოს დაცვას შეხედეთ თუ რამეს იგებს დაცვით ეს ისე ჩანს ეხლა დაცვა არ იგებს თამაშს იასნია გოლი თავდამსხმელს გააქვს, მაგრამ შენარჩუნება უფრო რთულია ესენ რო ხვდებიან თავდამსხმელს ფეხი ერევათ რა უნდა მოიგო. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და ესენი ძალიან მაგარ დაცვას თამაშობდნენ მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს love
0
№23
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vnaxot vnaxot
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top