თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3291,
კომენტარები: 15
"იუნაიტედს" მოურინიოს დიდი ხნით შენარჩუნება სურს
ჟოზე მოურინიო ახალ შეთავაზებას მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" იმაზე დიდხანს დარჩეს, ვიდრე მის ამჟამინდელ კონტრაქტშია გათვლილი. კლუბი მოხარულია სტარტით და მიაჩნია, რომ სწორედ მოურინიო მოუპოვებს "იუნაიტედს" 21-ე ჩემპიონობას.

ჟოზე, რომელმაც გაძევებული ლუი ვან გაალი შეცვალა, "იუნაიტედში" დარჩენას მინიმუმ თავისი მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე ისურვებს და ასევე მფლობელები, გლეიზერების ოჯახიც მომხრეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბში აცნობიერებენ, მოურინიოს მომავალი "იუნაიტედის" სათამაშო სტილსა და შედეგებზეა დამოკიდებულები, მწვრთნელმა უკვე შეძლო მფლობელთა მოხიბლვა მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ნაჩვენები მიდგომით. "იუნაიტედი" 10 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია, ბოლო სამი მატჩიდან კი სამივე მოიგო და 30 ქულა დააგროვა.

მოურინიოს პოზიტიური გავლენა აქვს სავარჯიშო მოედანზეც. თავისი შრომისუნარიანობითა და პრინციპებისადმი ერთგულებით პორტუგალიელმა კლუბის მფლობელებისა და აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდვორდის ნდობა დაისმახურა, რის გამოც ისინი გრძელვადიან გეგმებს ადგენენ, რაც ჟოზეს მომქედი კონტრაქტის ვადას სცდება.

პორტუგალიელი ამჟამად კერძო სახლშიც კი არ ცხოვრობს და სასტუმრო "ლოურიში" რჩება, ხოლო მისმა ასისტენტებმა და მწვრთნელებმა ქალაქის ცენტრის მახლობლად აპარტამენტები აიღეს.

ამჟამად კი "იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას ეცდება, რაშიც, ბუნებრივია, მოურინიო უშუალო მონაწილეობას მიიღებს.

წყარო: thetelegraph
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
21 დეკემბერი 2016 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ხშირად მწვრთნელის ცვლას რათქმაუნდა ჯობია დიდხანს გააჩერონ.

შედეგი რაც მთავარია დაიდოს.
0
№2
ავტორი: Gigo
21 დეკემბერი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Kargis momtani arari mwvrtnelis xshiri cvla tan moum miagno tavis tamashs da didi molodini ari ukve ambicia zalzed realuria
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
21 დეკემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მგონი ახალი ფერგი იჩითება winked wink
0
№4
ავტორი: gela-manutd
21 დეკემბერი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ვნახოთ რას იზავს ევროპა უეჭველი უნდა მოიგოს
0
№5
ავტორი: shotkin
21 დეკემბერი 2016 12:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
დარჩეს აბა რა უკეთესი ვინ მოვა ?? აი იმის დრო არაა რო გამოუცდელი ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელი დანიშნონ როვერაამართლოს უკვე მილანი გავხდებით და ინტერი მოუ მოვიდა და დონე გამოჩნდა ფეხბურთის ხარისხი გამოსწორდა შეტევებს ვხედავთ გოლებს კარგ ფეხბურთელებს და რაცმთავარია გუნდს მომავლის იმედი ეტყობა და ჩანს რო ამ გუნდს რაღაც მომავალი აქვს და რომოუმატებენ მერე ხო საერთოდ. რეალურად ინგლისში ბევრი კარგი ტრენერია და გემოვნების საკითხია ვის ვინ ურჩევნია ამრა ეს როგაუშვან სიტყვაზე ვინ უნდა მოიყვანონ? კლოპი ლივერპულში დიდი ხანი დარჩება ეჭვი მაქვს მაგათ ფერგის მსგავსის გამეორება უნდათ, კონტე ჩელსიში იქნება მარა იქ აბრამოვიცის ხუშტურები ყველამკარგად ვიცით შეილება 2 სეზონი უტიტულოდ არაპატიოს, გვარდიოლა არც მინდოდა მე მანჩესტერში ამრა და კავებულია იქეთ ანჩელოტია ბავარიაში, დიეგო სიმეონე კიდე კაი ხანი იქნება ესპანეთში და მოუზე უკეთესს ვერავის მოიყვანენ მითუმეტეს მიზეზი არაგვაქ რო მოუს რამე დავუწუნოთ გუნდი გამოყავს ცუდი მდგომარეობიდან და ეს ფაქტია ყველა ვხედავთ, პირადად მე მგონია რო მოუს რეალიდან ჩელსიში დაბრუნება უფრო რეგრესის ტოლფასი იყო და არანაირად არიყო წინგადადგმული ნაბიჯი ერთი ადგილის ტკეპნას გავდა და მანჩესტერი ყველაფრით დიდი კლუბია ჩელსიზე და ახალი გამოწვევაა რაც მოუს ჭირდებოდა სწორედ მაგიტო ჩააგდო 1 სეზონი ჩელსიში იმიტორო რეალის მერე ისევ ცელსი რაღაც უმოტივაციო ნაბიჯია. მოუმ შანი არაა რო მანცესტერთან ერთად ტიტულები ვერ დადოს მითუმეტეს 4 წლიან ვადაში პრემიერლიგა ხო არც ღირს საკითხავად ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ 2-3 წელში აი ნახეთ თუარა
0
№6
ავტორი: krekera
21 დეკემბერი 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მოუს იმედი მაქვს, ფაქტია რომ ძაან დიდი პროგრესი აქვს გუნდს ამდენი უაზრო მწვრთნელი ფილოსოფია გადაიყვანა საერთოდ სხვა რელსებზე ასე მარტივი არ არის, მომავალ წელს სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ ყველა ტურნირზე(იმედია ლიგაზე გავალთ)
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჯერ-ჯერობით არც უნდა იყოს მოურინიოს წასვლაზე ლაპარაკი და იმედია ისეთი შედეგები იქნება რო არც იქნება განსახილველი ეს თემა
0
№8
ავტორი: dybbuk
21 დეკემბერი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, იმედია შედეგი დაიდება ამ პერიოდში და გახანგრძლივებას სულ მოასწრებენ. პროგრესი სახეზეა
0
№9
ავტორი: Manstark_United
21 დეკემბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ჩავარდნა აუცილებლად იქნებოდა.ველოდებოდით,რომ ზუსტად ის მანჩესტერი დაბრუნდებოდა,მაგრამ რათქმაუნდა ასე არ ხდება.მოიესი არის მწვრთნელი,რომელიც ვერასდროს იქნება საკმარისი დონის.ვან გაალს ჰქონდა გამოცდილება,მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი უნარი, რომ ეს გამოცდილება მოერგო პრემიერ ლიგისთვის და ეს რესურსები გამოეყენებინა ოპტიმალურად. ჟოზე მოურინიოს აქვს რაღაც გამოხტომები (თუნდაც საოცარი რეაქციები,რის გამოც ტრიბუნაზე აძევებენ), მაგრამ ჯობს მწვრთნელი იდგეს და ყვიროდეს,რათა ფეხბურთელები გაამხნევოს,ვიდრე იმ ორივით ტაქტიკური მონახაზები წეროს.ჟოზეს აქვს მიდგომა,რომელიც მე მომწონს.ჟოზემ გააკეთა ტრანსფერები, რომლებიც მე მომწონს.არ შეიძლება ოთხ თვეში იდეალური შედეგი მიეღო,ეს ახალი გუნდია, ვან გაალის ფილოსოფია უნდა ამოძირკვოს,ეს უკან პასები და უაზრო ბურთის ფლობა უნდა მოისპოს. ბურთის ფლობაზე უნდა ააშენოს ძლიერი შეტევა,მაგრამ კონტრშეტევებსა და ხასიათზეც უნდა იმუშავოს. ფერგის დროს ქამბექები ყოველ ორ მატჩში იყო და არც უნდა ველოდოთ,რომ ჟოზეც ასეთი იქნება.მაგრამ გუნდს უნდა შეეძლოს გაშვებული ბურთის შემდეგ ბრძოლაც.ამიტომ გუნდის მთავარ პრობლემად რჩება გარკვეული პოზიციები (დაცვა და საყრდენი ნახევარმცველი განსაკუთრებით) და ხასიათზე მუშაობა. თორემ წინა ორ მწვრთნელზე ბევრად მაღლა დგას ეს გუნდი და დროთა განმავლობაში ავა რაღაც სიმააღლეებზე, შეიძლება ისეთზე ვერა,როგორც ფერგი,მაგრამ თავისი შედეგი ექნება.
4
№10
ავტორი: giorgi_mg
21 დეკემბერი 2016 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუს სეზონის ბოლოს 5წლიანი დაუდონ და უკეთ მოიხოდება, მომავალზეც იზრუნებს და სათამაშო სტილზეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top