თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3293,
კომენტარები: 15
"იუნაიტედს" მოურინიოს დიდი ხნით შენარჩუნება სურს
ჟოზე მოურინიო ახალ შეთავაზებას მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" იმაზე დიდხანს დარჩეს, ვიდრე მის ამჟამინდელ კონტრაქტშია გათვლილი. კლუბი მოხარულია სტარტით და მიაჩნია, რომ სწორედ მოურინიო მოუპოვებს "იუნაიტედს" 21-ე ჩემპიონობას.

ჟოზე, რომელმაც გაძევებული ლუი ვან გაალი შეცვალა, "იუნაიტედში" დარჩენას მინიმუმ თავისი მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე ისურვებს და ასევე მფლობელები, გლეიზერების ოჯახიც მომხრეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბში აცნობიერებენ, მოურინიოს მომავალი "იუნაიტედის" სათამაშო სტილსა და შედეგებზეა დამოკიდებულები, მწვრთნელმა უკვე შეძლო მფლობელთა მოხიბლვა მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ნაჩვენები მიდგომით. "იუნაიტედი" 10 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია, ბოლო სამი მატჩიდან კი სამივე მოიგო და 30 ქულა დააგროვა.

მოურინიოს პოზიტიური გავლენა აქვს სავარჯიშო მოედანზეც. თავისი შრომისუნარიანობითა და პრინციპებისადმი ერთგულებით პორტუგალიელმა კლუბის მფლობელებისა და აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდვორდის ნდობა დაისმახურა, რის გამოც ისინი გრძელვადიან გეგმებს ადგენენ, რაც ჟოზეს მომქედი კონტრაქტის ვადას სცდება.

პორტუგალიელი ამჟამად კერძო სახლშიც კი არ ცხოვრობს და სასტუმრო "ლოურიში" რჩება, ხოლო მისმა ასისტენტებმა და მწვრთნელებმა ქალაქის ცენტრის მახლობლად აპარტამენტები აიღეს.

ამჟამად კი "იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას ეცდება, რაშიც, ბუნებრივია, მოურინიო უშუალო მონაწილეობას მიიღებს.

წყარო: thetelegraph
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: dato321dato
21 დეკემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Mourinios mosvla didat armindoda mara uketesi varianti arciyo realurad tan mou roarmosuliyo maqsimum bailly eyidat im xalxidan vinc moiyvana da kargad vxedavt ramxela dzalaa ibra pogba mxito da bailly erti isaa dzaan pragmatlad tamashobda tavidan mara gamosworda nelnela da shedegzec gavalt iasna wlis bolos,minimum 3viqnebit tore ager vart yvela da vnaxavt
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
21 დეკემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: shotkin
დარჩეს აბა რა უკეთესი ვინ მოვა ?? აი იმის დრო არაა რო გამოუცდელი ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელი დანიშნონ როვერაამართლოს უკვე მილანი გავხდებით და ინტერი მოუ მოვიდა და დონე გამოჩნდა ფეხბურთის ხარისხი გამოსწორდა შეტევებს ვხედავთ გოლებს კარგ ფეხბურთელებს და რაცმთავარია გუნდს მომავლის იმედი ეტყობა და ჩანს რო ამ გუნდს რაღაც მომავალი აქვს და რომოუმატებენ მერე ხო საერთოდ. რეალურად ინგლისში ბევრი კარგი ტრენერია და გემოვნების საკითხია ვის ვინ ურჩევნია ამრა ეს როგაუშვან სიტყვაზე ვინ უნდა მოიყვანონ? კლოპი ლივერპულში დიდი ხანი დარჩება ეჭვი მაქვს მაგათ ფერგის მსგავსის გამეორება უნდათ, კონტე ჩელსიში იქნება მარა იქ აბრამოვიცის ხუშტურები ყველამკარგად ვიცით შეილება 2 სეზონი უტიტულოდ არაპატიოს, გვარდიოლა არც მინდოდა მე მანჩესტერში ამრა და კავებულია იქეთ ანჩელოტია ბავარიაში, დიეგო სიმეონე კიდე კაი ხანი იქნება ესპანეთში და მოუზე უკეთესს ვერავის მოიყვანენ მითუმეტეს მიზეზი არაგვაქ რო მოუს რამე დავუწუნოთ გუნდი გამოყავს ცუდი მდგომარეობიდან და ეს ფაქტია ყველა ვხედავთ, პირადად მე მგონია რო მოუს რეალიდან ჩელსიში დაბრუნება უფრო რეგრესის ტოლფასი იყო და არანაირად არიყო წინგადადგმული ნაბიჯი ერთი ადგილის ტკეპნას გავდა და მანჩესტერი ყველაფრით დიდი კლუბია ჩელსიზე და ახალი გამოწვევაა რაც მოუს ჭირდებოდა სწორედ მაგიტო ჩააგდო 1 სეზონი ჩელსიში იმიტორო რეალის მერე ისევ ცელსი რაღაც უმოტივაციო ნაბიჯია. მოუმ შანი არაა რო მანცესტერთან ერთად ტიტულები ვერ დადოს მითუმეტეს 4 წლიან ვადაში პრემიერლიგა ხო არც ღირს საკითხავად ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ 2-3 წელში აი ნახეთ თუარა



გეთანხმები ძმა მოუს მოსვლის შემდეგ როჯოც კი ათამაშდა და მემგონი როხოს გარდა კიდე გუნდში ყველამ დაიწყო თამაში ნუ ცდილობენ მაინც
1
№13
ავტორი: ikeoni
21 დეკემბერი 2016 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Mshvenieri iqneba ❤️
0
№14
ავტორი: stepno
21 დეკემბერი 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაჩეს
0
№15
ავტორი: JuanMata
22 დეკემბერი 2016 03:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გუნდის თამაშს აშკარად ეტყობა წინსვლა, შედეგი დიდი ვერაფერი, მაგრამ ამ თამაშით რეალურად, ბევრად მეტ ქულას იმსახურებს მანჩესტერი.

ცოტა დრო ჭირდება და სერიოზულ გუნდს დააყენებს, ბოლო თვეებში უკვე სტაბილურად კარგად თამაშობენ, ახლა მთავარია შედეგიც სტაბილური გახდეს, წინ კიდევ ტრანსფერებია.

ვან გაალზე მეტ ნდობას აშკარად იმსახურებს, თან ყველა კარგი მწვრთნელი უკვე დაკავებულია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top