თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2466,
კომენტარები: 16
ფელაინის იტალიური გრანდი იწვევს
მარუან ფელაინის კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების საშუალება აქვს.
ფელაინის იტალიური გრანდი იწვევს
მარუან ფელაინის არასახარბიელო კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" იანვარშივე შეიძლება დასრულდეს, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა.

ფელაინი თავის თანაგუნდელებთან სერია A-ში გადასვლის ვარიანტს განიხილავს და ორშაბათს მილანშიც კი იმყოფებოდა თავის ძმასთან, მანსურთან ერთად.

"მილანი" - რომელიც გასულ წელსაც ინტერესდებოდა ფელაინით - და მისი კონკურენტი "ინტერი" ფელაინის 120 ათას ფუნტიანი ხელფასის დაკმაყოფილებას შეძლებენ, თავად ფეხბურთელი კი უკვე აცნობიერებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვს.

თავის მხრივ "იუნაიტედი" არ აპირებს 29 წლის ფეხბურთელისთვის ახალი პირობების შეთავაზებას, მოქმედი კონტრაქტით კი მას 18 თვე რჩება და კლუბი მის გაყიდვას ამჯობინებს, ვიდრე იჯარის წესით გასხვისებას.

ფელაინისადმი არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ გულშემატკივრებს, რომლებმაც "ტოტენჰემთან" მატჩში მას დაუსტვინეს, რისი მიზეზიც "გუდისონ პარკზე" "ევერტონთან" დაპირისპირებაში თავისი ყოფილი გუნდის სასარგებლოდ აღებული პენალტი იყო.

ზოგიერთ გულშემატკივარს კი დევიდ მოიესის ეპოქის სიმბოლოდ მიაჩნია, რაც ნამდვილად არ ახსენდებათ დადებითად.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
20 დეკემბერი 2016 15:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რა მომავალი არ აქვს ტიპს მემგონი ყველაზე ბევრს ათამაშებენ ბოლო 3 წლის განვმალობაში areyoukiddingme წავიდეს კაცო ვინ უშლის ხელს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 დეკემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია მოურინიომ გაყიდოს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2016 15:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: GaMkReLa
რა მომავალი არ აქვს ტიპს მემგონი ყველაზე ბევრს ათამაშებენ ბოლო 3 წლის განვმალობაში areyoukiddingme წავიდეს კაცო ვინ უშლის ხელს

10 წუთით მოედანზე შესვლა არცერთ ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაიცლება გუნდი ზაფხულში
0
№5
ავტორი: nugo nugo
20 დეკემბერი 2016 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
წადი რა ჩვენც დაგვასვენე და შენც დაისვენე
1
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია მოგვშორდება winked
0
№7
ავტორი: giorgi_mg
20 დეკემბერი 2016 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აუ წაიყვანეთ დვა პიისიატში გაგატანთ wink
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
20 დეკემბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
იანგის მიაყოლონ საჩუქრად wink
0
№9
ავტორი: rene harrison_
20 დეკემბერი 2016 18:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ოცნებები ხდება
0
№10
ავტორი: Phil Jones
20 დეკემბერი 2016 18:52
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წაადი ბიძია, შენც მეტ ფულს იშოოვი, უკეთეს ქალაქში გადახვალ და ჩვენც დაგვასვენებ, უკვე ეს რო გამოდის პანიკური შიში მეწყება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top