თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2467,
კომენტარები: 16
ფელაინის იტალიური გრანდი იწვევს
მარუან ფელაინის კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების საშუალება აქვს.
ფელაინის იტალიური გრანდი იწვევს
მარუან ფელაინის არასახარბიელო კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" იანვარშივე შეიძლება დასრულდეს, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა.

ფელაინი თავის თანაგუნდელებთან სერია A-ში გადასვლის ვარიანტს განიხილავს და ორშაბათს მილანშიც კი იმყოფებოდა თავის ძმასთან, მანსურთან ერთად.

"მილანი" - რომელიც გასულ წელსაც ინტერესდებოდა ფელაინით - და მისი კონკურენტი "ინტერი" ფელაინის 120 ათას ფუნტიანი ხელფასის დაკმაყოფილებას შეძლებენ, თავად ფეხბურთელი კი უკვე აცნობიერებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვს.

თავის მხრივ "იუნაიტედი" არ აპირებს 29 წლის ფეხბურთელისთვის ახალი პირობების შეთავაზებას, მოქმედი კონტრაქტით კი მას 18 თვე რჩება და კლუბი მის გაყიდვას ამჯობინებს, ვიდრე იჯარის წესით გასხვისებას.

ფელაინისადმი არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ გულშემატკივრებს, რომლებმაც "ტოტენჰემთან" მატჩში მას დაუსტვინეს, რისი მიზეზიც "გუდისონ პარკზე" "ევერტონთან" დაპირისპირებაში თავისი ყოფილი გუნდის სასარგებლოდ აღებული პენალტი იყო.

ზოგიერთ გულშემატკივარს კი დევიდ მოიესის ეპოქის სიმბოლოდ მიაჩნია, რაც ნამდვილად არ ახსენდებათ დადებითად.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაია კაიი წავიდეს არაა ეს მანუს კაციი არააა
0
№12
ავტორი: უეინ რუნი
20 დეკემბერი 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მანჩესტერის მერე ყველაზე მეტად მილანი მიყვარს და არ მინდა მილანში რო წავიდეს ინტერში წავიდეს თუ უნდაა
1
№13
ავტორი: ikeoni
20 დეკემბერი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vnaxot vnaxot
0
№14
ავტორი: dybbuk
20 დეკემბერი 2016 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
არ გაყიდის ამას მოურინიო ამ ზამთარში, აი ზაფხულში კიდე შეიძლება და იმის კიდე არ მჯერა რო დარჩენილი სეზონი ისე ითამაშოს რო ახალი კონტრაქტი შესთავაზონ
0
№15
ავტორი: giorgiginturi
20 დეკემბერი 2016 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: stepno
კაია კაიი წავიდეს არაა ეს მანუს კაციი არააა

ციტატა: Phil Jones
წაადი ბიძია, შენც მეტ ფულს იშოოვი, უკეთეს ქალაქში გადახვალ და ჩვენც დაგვასვენებ, უკვე ეს რო გამოდის პანიკური შიში მეწყება

wink საღოლ ძმა good2
0
№16
ავტორი: pogba06
21 დეკემბერი 2016 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
saaxalwlod shefuton da gaatanon es nadzvis xe....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top