თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3198,
კომენტარები: 13
ხამესი: "რეალში" დარჩენის პირობას ვერ მოგცემთ"
ხამეს როდრიგესი "ბერნაბეუს" დატოვებას არ გამორიცხავს.
ხამესი:
ხამეს როდრიგესმა პრემიერ ლიგის კლუბებს მისი შეძენის შესაძლებლობაზე მიანიშნა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი "ჩელსიში" ოსკარის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც თავის მხრივ ჩინურ კლუბ "შანხაი სიპგში" გადასვლას აპირებს 60 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ.

ხამესის შესაძენად კი 75 მლნ. ფუნტია საჭირო, რისი გადახდის სურვილიც, როგორც ფეხბურთელმა თქვა, რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა.

მან განაცხადა: "ვერ დაგპირდებით, რომ მადრიდის "რეალში" დავრჩები. შემოთავაზებები მაქვს და მათზე შვიდი დღის განმავლობაში უნდა ვიფიქრო".

ფეხბურთელი, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას დაამახსოვრდა კარგი თამაშით, ზინედინ ზიდანის გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.

ასევე ცნობილია, რომ ლიონელ მესიმ ურჩია როდრიგესს "ბერნაბეუს" დატოვება და თავისი პოტენციალის გამოვლენა.

თუმცა დეკემბრის დასაწყისში ზიდანმა აღნიშნა, რომ "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს: "ის აქ რჩება".

თუკი ნახევარმცველი კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს, ანტონიო კონტეს "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

ჟოზე მოურინიო ფავორიტად ითვლებოდა ხამესის შეძენაში, მაგრამ ახლა "ჩელსი" უფრო მეტად ითვლება კარიერის სამომავლო გაგრძელების ადგილად.

the sun
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
20 დეკემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ღMერთMა ყველას მშVიდობაში მოახმაროს,ნახევარმცველების მეტი რა გვყავს:)))
0
№2
ავტორი: Gamkrelidze
20 დეკემბერი 2016 15:08
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რა ჩემ შვაინშტაიგერად გვინდა ბევრი გვყავს ნახევარმცველები ისედაც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 დეკემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ამის საჭიროება იყოს, ფლანგზე ეს ვერ ითამაშებს უნდა დააყენო ათიანზე და მად ისედაც გვყავს მატა, მიკი, რუნი, პოგბა...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აღარ გვჭირდება ამ პოზიციის ხალხი, მოიყვანოს ფლანგზე ვინმე
0
№5
ავტორი: Sh-rati
20 დეკემბერი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ქერიქის სამომავლოდ შემცვლელია საჭირო ეს არ გამოდგება.მაგაზე კიაქ მაუს სამუშაო
0
№6
ავტორი: nugo nugo
20 დეკემბერი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
არ გვჭირდება ეს
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაღა დროს ხამესია wink
0
№8
ავტორი: deqstera
20 დეკემბერი 2016 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
რეალურად იუნაიტედს საყრდენი ნახევარმცველი უფრო ჭირდება, უბრალოდ შეხედეთ რეალობას წამსვლელებს შორის სახელდება ფელაინი, ასევე შნეიდერლინი და შვაინშტაიგერი რომლებსაც არც ისე ათამაშებს, ანუ ვინ რჩება გუნდში საყრდენის პოზიციაზე??
35წლის კერიკი რომელიც ზაფხულში ისედაც შეიძლება წავიდეს, პლიუს ერერა-პოგბას წყვილი, რომლებიც შემქმნელები უფრო არიან ვიდრე ბურთის დამჭერები ან ჩამშლელები...

ვერატის მოყვანა არიქნებოდა ცუდი და ერთი ტიოტეს ან ვანიამას ტიპის ჩამშლელი ვინც სკამზე დაჯდომას არითაკილებს

თუ ვერატი ადა
მაშინ ბლინდი უნდა აწიონ საყრდენად, კერიკზე კარგი პასი და მოედნის ხედვა ეხლავე აქვს
0
№9
ავტორი: giorgi_mg
20 დეკემბერი 2016 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გრიზმანი მოიყვანეთ არ გვინდა ეს, აი პოლი რო არ გვეყიდა კიდე ხო
0
№10
ავტორი: t123123
20 დეკემბერი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მოდი შეილება ათამაშდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top