თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3199,
კომენტარები: 13
ხამესი: "რეალში" დარჩენის პირობას ვერ მოგცემთ"
ხამეს როდრიგესი "ბერნაბეუს" დატოვებას არ გამორიცხავს.
ხამესი:
ხამეს როდრიგესმა პრემიერ ლიგის კლუბებს მისი შეძენის შესაძლებლობაზე მიანიშნა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი "ჩელსიში" ოსკარის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც თავის მხრივ ჩინურ კლუბ "შანხაი სიპგში" გადასვლას აპირებს 60 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ.

ხამესის შესაძენად კი 75 მლნ. ფუნტია საჭირო, რისი გადახდის სურვილიც, როგორც ფეხბურთელმა თქვა, რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა.

მან განაცხადა: "ვერ დაგპირდებით, რომ მადრიდის "რეალში" დავრჩები. შემოთავაზებები მაქვს და მათზე შვიდი დღის განმავლობაში უნდა ვიფიქრო".

ფეხბურთელი, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას დაამახსოვრდა კარგი თამაშით, ზინედინ ზიდანის გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.

ასევე ცნობილია, რომ ლიონელ მესიმ ურჩია როდრიგესს "ბერნაბეუს" დატოვება და თავისი პოტენციალის გამოვლენა.

თუმცა დეკემბრის დასაწყისში ზიდანმა აღნიშნა, რომ "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს: "ის აქ რჩება".

თუკი ნახევარმცველი კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს, ანტონიო კონტეს "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

ჟოზე მოურინიო ფავორიტად ითვლებოდა ხამესის შეძენაში, მაგრამ ახლა "ჩელსი" უფრო მეტად ითვლება კარიერის სამომავლო გაგრძელების ადგილად.

the sun
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად არ მინდა
0
№12
ავტორი: უეინ რუნი
20 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: GaMkReLa
რა ჩემ შვაინშტაიგერად გვინდა ბევრი გვყავს ნახევარმცველები ისედაც

შვაინშტაიგერიი?
0
№13
ავტორი: ikeoni
20 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ar iqneba cudii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top