მანჩესტერში ცივი კვირა დასრულდა. წინასაშობაო განწყობა აქ ყველგან იგრძნობა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
"ვესტ ბრომთან" ჩვენი გამარჯვება, ზედიზედ მეოთხე, ოპტიმიზმით გვავსებს და წლის ბოლო ორ კვირას კარგი შეგრძნებით ვხვდებით. იმას ვაჩვენებთ, რასაც სეზონის დასაწყისიდან ვამბობ: რომ გუნდს აქვს პოტენციალი და თამაშობს კარგ ფეხბურთს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება 2017 წელსაც.
წლის დასრულებამდე ორი მატჩი გვაქვს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც პოზიტიური შედეგების მიღწევას ვეცდებით. ბოლო ორ გასვლით მატჩში რთული თამაშები გვქონდა "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომთან", მათ შორის დასასვენებლად კი ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ორივე მათგანი მოგიეთ და ამაში ნიჭი, თავდადება და ერთიანობა გამოვიყენეთ. ასეთივე მენტალიტეტით უნდა შევხვდეთ "სანდერლსა" და "მიდლსბროს", რამეთუ ჩვენ წინ მყოფი გუნდებისთვის გადასწრებას ვცდილობთ.
იმედი მაქვს, კვირით ისიამოვნებთ. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვირაა, განურჩევლად რწმენისა. ეს თარიღი ყოველთვის ჩემს ბავშვობას მახსენებს და სახეზე ღიმილს მგვრის; გარდა ამისა, ჩემი ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მეძლევა, საბედნიეროდ, ამ განსაკუთრებულ დროს ჩამოდიან. ეს რამდენიმე კვირა დიდებულ შეგრძნებებს მჩუქნის, რაც წლიდან წლამდე მიახლდება.
ბედნიერ სადღესასწაულო პერიოდს გისურვებთ ყველას! შობას გილოცავ!