თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2016, 15:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2671,
კომენტარები: 12
Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"ჰოუთორნსზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
Unbeaten Run.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, პრემიერ ლიგაში კი ზედიზედ მესამე, ამჯერად "ვესტ ბრომის" დამარცხების შედეგად.

შემადგენლობები

ორივე გუნდმა თავისი წინა მატჩი 14 რიცხვში ჩაატარა, ანუ დასვენებისთვის ორი დღე ჰქონდათ. ტონი პულისმა, რომლის გუნდმაც წინა ტურში რონდონის ჰეთ-ტრიკის წყალობით "სუონსი" 3:1 დაამარცხა, მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში: წინა მატჩში დისკვალიფიცირებული დოუსონი გამოიყვანა მორისონის ნაცვლად.

რაც შეეხება "იუნაიტედს", მის შემადგენლობაში სამი ცვლილება მოხდა. დაცვის ფლანგებზე ბლინდისა და ბაიის ნაცვლად დარმიანი და ვალენსია გამოვიდნენ, ხუან მატა კი ჯესი ლინგარდმა შეცვალა.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სწორედ ბოლო განლაგებამ იქონია დიდი გავლენა მატჩზე. გასულ მატჩში აღვნიშნეთ, რომ რუნისა და მატას ფლანგზე დაყენებით "იუნაიტედი" სისწრაფეს კარგავდა - ამ ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პოზიცია არ არის - სწორედ ამ მიზეზით გამოვიდა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ლინგარდი, რამაც თავისი შედეგები გამოიღო.

გადამწყვეტი მომენტი

პირველი გოლი, შესაძლოა, სწორედ იმის გამო გავიდა, რომ ჯესიმ ნიომს სისწრაფეში აჯობა: ფორა ჯერ აჩქარებისას დაისაკუთრა, მერე კი მანძილზე გაზარდა. ამან ლინგარდს საშუალება მისცა წინააღმდეგობის გარეშე ჩაეწოდებინა ბურთი ზლატანისთვის.



აღსანიშნავია, რომ თავად იბრაჰიმოვიჩმაც დაჯაბნა მაკუოლი სისწრაფეში, რის ხარჯზეც დასატყმელ პოზიციაზე გავიდა.

შესანიშნავი შეტევა სულ რაღაც სამი გადაცემით.

ჯესისა და ზლატანის აღნიშვნა ფოტოშოპის ოსტატებს არ გამოპარვიათ:

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


საინტერესოა, რომ ლინგარდი არა მარტო თავის ფლანგზე მოქმედებდა, არამედ დიაგონალურადაც იწევდა, პასზე იხსნებოდა და დაცვაში არეულობა შეჰქონდა.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


საწყის წუთებზე ასეთმა მანევრმა თითქმის პენალტი მოგვიპოვა (აღვნიშნოთ როხოს პასი):



მოგვიანებით კი გატანილი გოლის მერე ყველაზე სახიფათო მომენტი ამ მატჩში, როცა ჯესიმ ბურთი მიიღო და რუნის გადააწოდა:



პირველ ტაიმში თავად ლინგარდსაც შეეძლო ანგარიში გაზრდა, მაგრამ კარს ააცილა.



მეორე გოლი

"იუნაიტედმა" მეორე ტაიმშიც ხელთ იგდო ინიციატივა, ხოლო როცა "ვესტ ბრომი" გონს მოდიოდა, უკვე გოლი ჰქონდა გაშვებული.



ზლატანი თავის 35 წლის ასაკშიც კი ყველას უმტკიცებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ტყუილად არ ითვლება.

10 გოლი ბოლო 10 მატჩში, რომელთაგან 3 გამარჯვებისა იყო, კიდევ ორმა კი გუნდს თითო მატჩში თითო ქულა მოუპოვა.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


რა უნდა ითქვას, უკვე დავიწყეთ გოლების გატანა, ზლატანი კი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილს იკავებს 11 გოლით და კოშტასა (13) და სანჩესს (12) ჩამორჩება.

დაკვირვება

ხასიათის გამოვლენა

როგორც ტონი პულისმა აღნიშნა, "იუნაიტედმა" თავისი მეორე გოლი თავისთვის საჭირო დროს გაიტანა. და ეს მართლაც ასეა. თითქმის პირველი შემთხვევაა, რომ "იუნაიტედი" ისე ასრულებს თავის მატჩს, გულშემატკივარს ნერვიულობის მიზეზს არ აძლევს.

საინტერესოა, რომ "იუნაიტედი" ჯერჯერობით თავს ვერ მოიწონებს მატჩის შემოტრიალების უნარით. მთელი სეზონის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, როცა გოლი პირველმა გაუშვა - ეს მოხდა "ვესტ ჰემთან" მატჩში (1:1). დანარჩენ შემთხვევებში კი შეხვედრები წაგებით სრულდებოდა: "სიტი" (2:1), "ფეიენოორდი" (1:0), "უოტფორდი" (3:1), "ჩელსი" (4:0) და "ფენერბაჰჩე" (2:1). დანარჩენ მატჩებში კი, თუ გოლი გადიოდა, პირველად აუცილებლად "იუნაიტედს" გაჰქონდა. ამასთან, სამჯერ გაუშვა ხელიდან გამარჯვება: "სტოკთან" (1:1), "არსენალთან" (1:1), "ევერტონთან" (1:1).

"ვესტ ბრომვიჩთან" კი მოახერხეს ის, რაც არ გამოვიდა აღნიშნულ სამ მატჩში და ეს სასიამოვნოა "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. მაგრამ ის სიტუაცია, რომ "იუნაიტედი" გამარჯვებას ვერ აღწევს, როცა გოლს პირველი უშვებს, უნდა გვაშფოთებდეს, უკან ხომ სეზონის ნახევარია მოტოვებული. როცა "ქამბექებით" გამარჯვება არ გაქვს, გუნდის უხასიათობაზე იწყებენ საუბარს. ჯერჯერობით "იუნაიტედი" იმით უმკლავდება, რომ მეტოქეს ინიციატივის ხელში ჩაგდების უფლებას არ აძლევს და ანგარიშს არ ახსნევინებს, მაგრამ, იმედია, აუცილებლობის შემთხვევაში ბიჭები ხასიათს გამოავლენენ და უსიამოვნოდ განვითარებულ მატჩს თავისდა სასარგებლოდ გარდაქმნიან.

მატეო დარმიანი

იტალიელი თავს წარმატებით ვერ ავლენს და ხშირად გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტი ხდება. მაგრამ დარმიანი ერთ-ერთი ის უნივერსალი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამინდელ "იუნაიტედს" სჭირდება. ფლანგის მცველების პოზიცია ბოლო სეზონებში გართულდა. ამის მიზეზი მიზეზი, დიდწილად, ტრავმებია. და აქ დარმიანის უნარი, ორივე ფლანგზე ითამაშოს, მთავარი ფაქტორია. დიახ, მას განტევების ვაცად იყენებენ, მაგრამ მის გარეშე უფრო რთული იქნებოდა. გაიხსენეთ როხოსადმი დამოკიდებულება ჩემპიონატის დასაწყისში, ახალი კი, როცა ერიკ ბაიი და კრის სმოლინგი ლაზარეთში არიან, მარკოსი დაცვის ცენტრში მთავარ მოქმედ ფიგურად იქცა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საიმედოდაც (თუკი ბრჩხილებს გარეთ გავიტანთ მის ორი ფეხით ვარდნებს).

იგივე ეხება მატეო დარმიანსაც. პირველ რიგში, სულაც არ არის ადვილი შემცვლელის როლის თამაში, მეორე რიგში, ფლანგიდან ფლანგზე მუდმივად გადაყვანა ცუდ ეფექტს ახდენს - პარტნიორებთან კავშირი იკარგება, შეთამაშებულობა არ არის.

და მით უფრო სასიხარულოა, რომ ცნობილი საიტი Whoscored დარმიანს იბრაჰიმოვიჩის შემდეგ საუკეთესოდ აფასებს.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ამ მატჩში მატეომ მეტოქეს რვაჯერ წაართვა ბურთი. ეს ძალზედ მაღალი მაჩვენებელია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მის გუნდში საუკეთესოა.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შედარებისთვის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები ამ მაჩვენებლით, საშუალოდ მატჩში 3-4 წართმევას ახორციელებენ.

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


იმ ფეხბურთელთა სტატისტიკა, რომელთაც 10 ან მეტი მატჩი ჩაატარეს


მიუხედავად იმისა, რომ მატეო ძირითადის ფეხბურთელი არ არის, თავის საქმეს ხარისხიანად აკეთებს და ხანდახან ყველაზე კარგადაც. შესაძლოა, სტაბილურობა აკლია, რისი მიზეზიც მოედანზე გატარებული დროის სიმცირეა?

Unbeaten Run

უკვე ვისაუბრეთ "იუნაიტედის" წაუგებელ სერიაზე, რომელიც 3 ნოემრიდან გრძელდება. მაგრამ არის კიდევ ერთი სერია, რომელსაც ვაკვირდები - ეს მოგებათა სერიაა.

ბოლო სამი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ შეძლო ზედიზედ 6 მატჩის მოგება. ასეთი სერია 2013 წელს დევიდ მოიესის დროს დაფიქსირდა, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს "ტოტენჰემთან" წაგებით დასრულდა:

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პრემიერ ლიგაში ექვსმატჩიანი მოგებათა სერია კი ლუი ვან გაალს პირველ სეზონში ჰქონდა, რომელიც "ასტონ ვილასთან" ფრემ შეწყვიტა:

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ამჟამინდელ სერიაში მხოლოდ ოთხი გამარჯვებაა, მაგრამ წინ საშინაო მატჩებია "სანდერლსენსა" და "მიდლსბროსთან" - პოსტფერგიუსონის ეპოქის საუკეთესო მონაკვეთის გამეორება სავსებით შესაძლებელია:

Unbeaten Run. "ვესტ ბრომთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


100%-ანი შედეგის შემთხვევაში "ვესტ ჰემთან" თამაში მეშვიდე, რეკორდული იქნება გამარჯვებათა სერიაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ დროისთვის "იუნაიტედს" ოთხეულში მოხვედრის იმედიც შეიძლება ჰქონდეს.

მანამდე კი გუნდი ისვენებს და შობის აღსანიშნავად ემზადება. შევხვდებით ბოქსინგ დეიზე, როცა "ოლდ ტრაფორდს" ძველი ნაცნობი დევიდ მოიესი ეწვევა.

ბონუსი

არ შეიძლებოდა გვერდი აგვევლო დიდებული მიღებისა და მომდევნო თამაშისთვის უეინ რუნის მხრიდან. მადლობა ტრანსლიაციის რეჟისორს შესანიშნავი გამეერებისთვის:



ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2016 15:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დიდი ხნის განმავლობაში მარჯვენა ფლანგის თავდასხმის უნარიანობის პრობლემა გვქონდა, რის ფინზეც მარცხენა ბრწყინავდა, თუმცა მეტწილად ინდივიდუალიზმის ხარჯზე და არა გუნდურობის. წელს მარცხენა ფლანგის პრობლემა გვაქვს და მარჯვენა გამოსწორდა, თანაც ისე, რომ იქ გუნდურობა უფრო იგრძნობა (თუმცა არ უნდივიდუალიზმში მოიკოჭლებენ), ევრას წასვლის მერე კი მარცხენა მცველის პრობლემა გვაქვს და გვაქვს, არაფერი ეშველა. ვერც ბლინდი, ვერც შოუ, ვერც დარმიანი და როხო (რომ არაფერი ვთქვა იანგსა და ბორტუიკ-ჯექსონზე) ვერ აკეთებს თავდასხმაში იმას (ელემენტარულ ჩაწოდებასაც კი), რაც ფლანგის მცველს მოეთხოვება. დარმიანმა რაც უნდა საოცრებები აკეთოს დაცვაში, წინ მაინც უმაქნისია. თუმცა დაცვაშიც ძალიან ცუდია ხოლმე, რომ კარგი დრიბლინგის მქონე ან ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს ხვდება ორთაბრძოლაში.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Gamkrelidze
19 დეკემბერი 2016 15:49
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რუნი მომეწონა ძაან bully
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
19 დეკემბერი 2016 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ბოლო მატჩები კარგად ჩააატარა რუნიმ მემგონი ნელნელა იხოდება manutd
0
№4
ავტორი: bziki
19 დეკემბერი 2016 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რუნის და მატას ერთად თამაშის პრობლემა მე დავინახე და იასნია ჟოზეც დაინახავდა, მარა ისაა საქმე რო თუ მარსიალმა აკრიფა ფორმა 2 ვე სკამზე რჩება, თუ პოგბას 10 იანზე გამოიყენებს რისი მომხრეც ვარ მატა წავა სავარაუდოთ
დაცვა საკმაოდ კარგად გამოყურება სრულად არის დაკომპლექტებული არიან უნივერსალები დარმიანი,ბლინდი. როხოზე და ჯონსე მაღალი დონის ზამენა არ გვჭირდება + როხომ სრულად გაიარა ადაპტაცია და უნდა მიცენ შანსი მინიმუმ 1 წელი კიდე , 22 და 21წლის მცველების დამატების აუცილებლობა არაა, თუ ვინმე შემდგარ ვარსკვლავს მიყვანენ მაგალითად გოდინს მივესალმები
და ჩამშლელი გვინდა აუცილებლად კერიკს მაღალ ტემპში თამაში აღარ შეუძლია და იქით წელს რა იქნება ვხვდებით ალბათ + ტრამვებიც მოუხშირდა ასაკში
0
№5
ავტორი: gamari
19 დეკემბერი 2016 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ნამდვილად კარგი განხილვა იყო,მადლობა მომწოდენელს
1
№6
ავტორი: tyeshela1
19 დეკემბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: bziki
რუნის და მატას ერთად თამაშის პრობლემა მე დავინახე და იასნია ჟოზეც დაინახავდა, მარა ისაა საქმე რო თუ მარსიალმა აკრიფა ფორმა 2 ვე სკამზე რჩება, თუ პოგბას 10 იანზე გამოიყენებს რისი მომხრეც ვარ მატა წავა სავარაუდოთ
დაცვა საკმაოდ კარგად გამოყურება სრულად არის დაკომპლექტებული არიან უნივერსალები დარმიანი,ბლინდი. როხოზე და ჯონსე მაღალი დონის ზამენა არ გვჭირდება + როხომ სრულად გაიარა ადაპტაცია და უნდა მიცენ შანსი მინიმუმ 1 წელი კიდე , 22 და 21წლის მცველების დამატების აუცილებლობა არაა, თუ ვინმე შემდგარ ვარსკვლავს მიყვანენ მაგალითად გოდინს მივესალმები
და ჩამშლელი გვინდა აუცილებლად კერიკს მაღალ ტემპში თამაში აღარ შეუძლია და იქით წელს რა იქნება ვხვდებით ალბათ + ტრამვებიც მოუხშირდა ასაკში

ერთი კითხვა მაქვს შენთან. თამაშის რომელ მონაკვეთში შეამჩნიე, კერიკს მაღალ ტემპში ტამმაში რო არ შეუძლია.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2016 18:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ორი თამაში სახლში აუცილებლად უნდა მოიგონ
0
№8
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2016 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Arafris ahansi ar mivecit sagol bichebs ❤️
0
№9
ავტორი: Gigo
19 დეკემბერი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Bichebo mou xames echalichebao da ramdenat martali xom aricit? Ise gaasworeba ara rasityvit?
0
№10
ავტორი: gache1991
19 დეკემბერი 2016 23:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: tyeshela1
ციტატა: bziki
რუნის და მატას ერთად თამაშის პრობლემა მე დავინახე და იასნია ჟოზეც დაინახავდა, მარა ისაა საქმე რო თუ მარსიალმა აკრიფა ფორმა 2 ვე სკამზე რჩება, თუ პოგბას 10 იანზე გამოიყენებს რისი მომხრეც ვარ მატა წავა სავარაუდოთ
დაცვა საკმაოდ კარგად გამოყურება სრულად არის დაკომპლექტებული არიან უნივერსალები დარმიანი,ბლინდი. როხოზე და ჯონსე მაღალი დონის ზამენა არ გვჭირდება + როხომ სრულად გაიარა ადაპტაცია და უნდა მიცენ შანსი მინიმუმ 1 წელი კიდე , 22 და 21წლის მცველების დამატების აუცილებლობა არაა, თუ ვინმე შემდგარ ვარსკვლავს მიყვანენ მაგალითად გოდინს მივესალმები
და ჩამშლელი გვინდა აუცილებლად კერიკს მაღალ ტემპში თამაში აღარ შეუძლია და იქით წელს რა იქნება ვხვდებით ალბათ + ტრამვებიც მოუხშირდა ასაკში

ერთი კითხვა მაქვს შენთან. თამაშის რომელ მონაკვეთში შეამჩნიე, კერიკს მაღალ ტემპში ტამმაში რო არ შეუძლია.

ar shemidzlia ar shevuertde am kitxvas :)) 12 tamashi keriks dziritadshi 10 mogeba 2 fre 0 wageba ..aravin tqvas exla daemtxvao :)) es kaci arasdros yopila swrafi,stabilurobis gansaxierebaa kaci da ibra romelic forvardad dgas da minimum momaval welsac gveimedeba keriki aucileblad itamashebs..
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top