"სენტ-ეტიენმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქემ ევროპა ლიგის პლეი-ოფში, "წითელ ეშმაკებთან" საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო შეწყვიტა.
ბილეთები გაყიდვაში ხუთშაბათს საღამოს გავიდა, მაგრამ ერთ საათში კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ პარასკევს დილის 9 საათამდე ბილეთები აღარ გაიყიდებოდა.
ფრანგულმა კლუბმა აღიარა, რომ ბილეთების შეძენის მსურველთა ნაკადს ვერ უმკლავდება და მოთხოვნის ამ დონეს კლუბის ისტორიაში რეკორდული უწოდა.
შეგახსენებთ, რომ "სენტ ეტიენთან" საპასუხო მატჩს "იუნაიტედი" 22 თებერვალს 42 ათასიანი "ჟოფრუა გიშარის" სტადიონზე ჩაატარებს.