თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2016, 23:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2301,
კომენტარები: 12
"სენტ-ეტიენმა" ბილეთების გაყიდვა დროებით შეწყვიტა
ევროპა ლიგის მატჩის ბილეთების შეძენა დროებით შეჩერებულია.
"სენტ-ეტიენმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქემ ევროპა ლიგის პლეი-ოფში, "წითელ ეშმაკებთან" საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო შეწყვიტა.

ბილეთები გაყიდვაში ხუთშაბათს საღამოს გავიდა, მაგრამ ერთ საათში კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ პარასკევს დილის 9 საათამდე ბილეთები აღარ გაიყიდებოდა.

ფრანგულმა კლუბმა აღიარა, რომ ბილეთების შეძენის მსურველთა ნაკადს ვერ უმკლავდება და მოთხოვნის ამ დონეს კლუბის ისტორიაში რეკორდული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ "სენტ ეტიენთან" საპასუხო მატჩს "იუნაიტედი" 22 თებერვალს 42 ათასიანი "ჟოფრუა გიშარის" სტადიონზე ჩაატარებს.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
17 დეკემბერი 2016 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Biletebi.ge dataget :D
0
№12
ავტორი: უეინ რუნი
17 დეკემბერი 2016 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ყველას უნდა მანჩესტერის თამაშის ნახვაა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top