თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2016, 21:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3471,
კომენტარები: 15
მოურინიო სატრანსფერო გეგმის შესახებ
ჟოზე მოურინიომ ზამთრის სატრანსფერო გეგმაზე ისაუბრა.
მოურინიო სატრანსფერო გეგმის შესახებ
ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია.

პრემიერ ლიგის კლუბებს ახალი წლიდან 31 იანვრამდე შეუძლიათ ახალი ფეხბურთელების დამატება, მაგრამ მწვრთნელი აცხადებს, რომ აქტიურობას არ აპირებს.

"ჩუმად და მშვიდად ვარ. ვნახოთ, რა მოხდება. როგორც უკვე გითხარით, ჩემი შემადგენლობის შენარჩუნებას ვისურვებდი, მაგრამ ასევე გითხარით და ვიმეორებ, რომ როგორც მწვრთნელს, არ მაქვს უფლება ადამიანებს უფრო დიდი ბედნიერების პოვნასა და მათი კარიერის სხვა გზით წარმართვაში შევუშალო ხელი.

ასე რომ, თუკი კლუბს განვითარებული მოვლენები აწყობს და ეს გადასვლა მოხდება იანვარში, რეაქციას მოვახდენთ. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ამჟამად თუ მკითხავთ, ველი თუ არა რომელიმე ფეხბურთელის მოსვლას 1 იანვარს ან ვაკვირდებით თუ არა რომელიმე მოთამაშეს, რომლის მოყვანასაც 1 იანვარს აქ ვისურვებდით, არა, საერთოდ არა.

ჩემი გუნდი მომწონს, ჩემს გუნდს ვენდობი".


ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
16 დეკემბერი 2016 22:06
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ძაან კაი ^_^ მარა ფელაინი გაუშვი რა derpwhy
0
№2
ავტორი: ikeoni
16 დეკემბერი 2016 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ufro wavlen mosvlit ragac ar mgonia
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2016 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ვინმე იყიდოს ზამთარში
0
№4
ავტორი: nugo nugo
16 დეკემბერი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
მოსვლით არც არავის ველი,კარგი გუნდია გვყავს,მაგრამ წასვლით უნდა წავიდეს რამოდენმე ფეხბურთელი
0
№5
ავტორი: kaxeti
16 დეკემბერი 2016 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
დარმიანი დაკარგეთ აქედან
0
№6
ავტორი: stepno
16 დეკემბერი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შნეიდერლლინი და ფელაინი პირველრიგში უნდა წავიდნენ ასევე დარმიანიც დანარჩენს დავტოვებდი ყველას
0
№7
ავტორი: tedore
16 დეკემბერი 2016 23:06
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
შნეიდერლინი უნდა წავიდეს ცოდოა მანჩესტერში ფელაინი უბრალოდ გასაშვებია და მორჩა მემფისი იჯარით შეიძლება დავინახავთ მაინც სათამაშო დრო რომ ექნება ეშველება რამე თუ არა
0
№8
ავტორი: Manstark_United
16 დეკემბერი 2016 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება გუნდს უკვე რამდენი წელია. მატიჩის ან კანტეს ნაირი... ის ვისზეც გარდაიქმნება თავდაცვა შეტევად no
0
№9
ავტორი: gache1991
16 დეკემბერი 2016 23:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ras erchit darmians..universalia.valensia daimtvra vin dadgeba?baili :))?arc arsad ar gaushvebs,magaze adre depai felaini shneiderlini shvainstaigeri da lingardebi arian mosacilebelu
0
№10
ავტორი: SAF
16 დეკემბერი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
დეპაი დარმიანი მორგანა და ბასტიანი წავლენ დიდი ალბათობით აი ზაფხულში კი ფელა იანგი როხო დანარჩენი გააჩნია როგორ წარმოაჩენს თავს სომეხამ თუ კარგად ითამაშა დიდი ალბათობით მატა დაგვემშვიდობება და რუნიზე ჩინელები და ამერიკელები რას იზამენ კაცმა არ იცის მანამდე იმედია იმ 2-3 გოლს გაიტანს და უფრო გაადვილდება მაგის ტრანსფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top