თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2013, 00:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2179,
კომენტარები: 12
ჯონსს მეტი თამაშის ჩატარება სურს.
ჯონსი მოხარულია დაბრუნებით და იმედოვნებს, რომ ბევრი თამაშის ჩატარებას მოახერხებს.
ჯონსს მეტი თამაშის ჩატარება სურს.
ფილ ჯონსი მიიჩნევს, რომ მიყოლებით რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება დიდ როლს თამაშობს მის "მანჩესტერულ" კარიერაში. ინგლისის ნაკრების წევრი მოხარულია, რომ მოახერხა ტრამვის შემდეგ დაბრუნება, მას შემდეგ რაც გამოტოვა სეზონის პირველი ნაწილი.

ჯონსმა შექება დაიმსახურა სერ ალექს ფერგიუსონისგან, მისი შესანიშნავი თამაშის გამო FA თასზე, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და იმედოვნებს, რომ ჩაატარებს რაც შეიძლება მეტ მატჩს, რადგან "წითლები" სამ ფრონტზე იბრძვიან.

"მიზეზი, რისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვედი არის ის, რომ ყოველ კვირა ჩავატარო მნიშვნელოვანი მატჩები სხვადასხვა ტურნირზე" - განუცხადა ჯონსმა ManUtd.com-ს. "ლიგის და თასის თამაშების გარდა ჩვენ გვაქვს ორი ძალიან რთული თამაში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ, ძალიან მოხარული ვიქნები თუ მე მათ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა."

"მე ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მთლიანი მატჩის ჩატარება და კარგია, რომ ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. მე ყოველთვის მსიამოვნებს ამ პოზიციაზე თამაში."

"მე მოხარული ვარ, რომ თამაშს დავუბრუნდი. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ტრამვის გამო თამაშს ვერ ვახერხებდი. მაგრამ ეხლა თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ. იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე ტრამვების გარეშე ვიქნები."

"კარგია, როდესაც ბრუნდები ისეთ გუნდში, რომელიც ასე კარგად თამაშობს"
დაამატა მან. "კარგი გრძნობაა, როდესაც ცხრილის სათავეში იმყოფები და ვიმედოვნებ ამ კვირასაც შევძლებთ გამარჯვებას."

"წითლების შემდეგი მოწინააღმდეგე დიდი ამბიციების მქონე "ტოტენჰემი" იქნება. თამაში კვირას "უაით ჰარტ ლეინზე" გაიმართება. ეს იქნება რთული ტესტი სერ ალექსის ბიჭებისთვის, მაგრამ ჯონსის თქმით ფეხბურთელები კონცენტრირდებიან მხოლოდ თავიანთ თამაშზე.

"სპურსი" ამ სეზონში ძალიან კარგად თამაშობს. მათ ჰყავთ რამდენიმე შესანიშნავი ინდივიდუალური ფეხბურთელი, რომელთაც ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ. ძალიან რთული იქნება გარეთ ბეილის წინააღმდეგ თამაში. მათ ჰყავთ ძალიან კარგი შემსრულებლები, მაგრამ თუ ჩვენ გუნდურად ვიმუშავებთ მათ გავუმკლავდებით."

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თავზე ვკონცენტრირდეთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
19 იანვარი 2013 00:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგია მომწონს ეს ბიჭი მაგრად :) შარშან ამის გარღვევები მაგრად მევასებოდა ხოლმე წელს იმედია კიდე დაიწყებს. მევასება მცველები რომლებიც შეტევაში აქტიურად ერთობიან. იმიტომ არ მიყავრს სმოლინგი. შეტევის წარმართვის ფანტაზია არ გააჩნია. დარტყმა მაგან არ იცის პადაჩა და გარღვევა : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: love united
19 იანვარი 2013 00:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი კაცია...ყველაზე მეტად ჩამშლელად რომ დგას მაშინ მომწონს...ისე რა არის ერთ სიახლეს არ დაგიტოვებენ დასადებად... okay wink
0
№3
ავტორი: VaRdo
19 იანვარი 2013 00:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R. Van Persie
ჩემი ძმაკაცია.


დღე და ღამე ერთად ხართ ხო? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: love united
19 იანვარი 2013 00:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
R. Van Persie
რობინ ავტოგრაფი შენზეა... wink smile
0
№5
ავტორი: buka oboladze
19 იანვარი 2013 00:20
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
`კარგი მცველია
0
№6
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2013 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
მაგარი კაცია ჯონსი მაგრად მევასება
ტერიმ სანაკრებო კარიერა დასრულა ძან მეწყინა მე პირადად მაგრმ ამისთვის კარგია ნაკრებშიც შანსი მიეცემა
0
№7
ავტორი: buka oboladze
19 იანვარი 2013 00:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
VaRdo,
ფერდინანდიც არ ერთვება შეტევებში მაგრამ მაინც საუკეთესო მცველია, სმოლინგიც ფერდინანდის სტილის მოთამაშეა, საჯარიმოში თავით შეუძლია თამაში მეტოქის და საკუთარშიც smile
0
№8
ავტორი: don_vini
19 იანვარი 2013 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ჯონსი ჩემი ერთ ერთი ფავორიტიაა მანჩესტერის ახალ გუნდში,ანუ ახალგაზრდა მანჩესტერის თაობაში.თან ინგლისელიაა,და მაგარი ჟილკიანი და მებრძოლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№9
ავტორი: Zizou
19 იანვარი 2013 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რა მაგრად დაიწყო თამაში რო გადმოვიდა მერე ტრავმები და ცუდი თამაშები მოყვა...ყველა შემთხვევაში ყველაზე პერსპეკტიული მცველია
0
№10
ავტორი: VaRdo
19 იანვარი 2013 01:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
VaRdo,
ფერდინანდიც არ ერთვება შეტევებში მაგრამ მაინც საუკეთესო მცველია, სმოლინგიც ფერდინანდის სტილის მოთამაშეა, საჯარიმოში თავით შეუძლია თამაში მეტოქის და საკუთარშიც


ფერდინანდი ცენტრალური მცველია მე კრაიზე ვინც არის იმათზე ვსაუბრობ : )) ხმოლინგი ხშირადაა კრაიზე და არცერთხელ არ უთამაშია წესირვად თორე წინა შეხვედრაში საკაიფოდ იდგა : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top