ფილ ჯონსი მიიჩნევს, რომ მიყოლებით რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება დიდ როლს თამაშობს მის "მანჩესტერულ" კარიერაში. ინგლისის ნაკრების წევრი მოხარულია, რომ მოახერხა ტრამვის შემდეგ დაბრუნება, მას შემდეგ რაც გამოტოვა სეზონის პირველი ნაწილი.
ჯონსმა შექება დაიმსახურა სერ ალექს ფერგიუსონისგან, მისი შესანიშნავი თამაშის გამო FA თასზე, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და იმედოვნებს, რომ ჩაატარებს რაც შეიძლება მეტ მატჩს, რადგან "წითლები" სამ ფრონტზე იბრძვიან.
"მიზეზი, რისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვედი არის ის, რომ ყოველ კვირა ჩავატარო მნიშვნელოვანი მატჩები სხვადასხვა ტურნირზე" - განუცხადა ჯონსმა ManUtd.com-ს. "ლიგის და თასის თამაშების გარდა ჩვენ გვაქვს ორი ძალიან რთული თამაში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ, ძალიან მოხარული ვიქნები თუ მე მათ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა."
"მე ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მთლიანი მატჩის ჩატარება და კარგია, რომ ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. მე ყოველთვის მსიამოვნებს ამ პოზიციაზე თამაში."
"მე მოხარული ვარ, რომ თამაშს დავუბრუნდი. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ტრამვის გამო თამაშს ვერ ვახერხებდი. მაგრამ ეხლა თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ. იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე ტრამვების გარეშე ვიქნები."
"კარგია, როდესაც ბრუნდები ისეთ გუნდში, რომელიც ასე კარგად თამაშობს" დაამატა მან. "კარგი გრძნობაა, როდესაც ცხრილის სათავეში იმყოფები და ვიმედოვნებ ამ კვირასაც შევძლებთ გამარჯვებას."
"წითლების შემდეგი მოწინააღმდეგე დიდი ამბიციების მქონე "ტოტენჰემი" იქნება. თამაში კვირას "უაით ჰარტ ლეინზე" გაიმართება. ეს იქნება რთული ტესტი სერ ალექსის ბიჭებისთვის, მაგრამ ჯონსის თქმით ფეხბურთელები კონცენტრირდებიან მხოლოდ თავიანთ თამაშზე.
"სპურსი" ამ სეზონში ძალიან კარგად თამაშობს. მათ ჰყავთ რამდენიმე შესანიშნავი ინდივიდუალური ფეხბურთელი, რომელთაც ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ. ძალიან რთული იქნება გარეთ ბეილის წინააღმდეგ თამაში. მათ ჰყავთ ძალიან კარგი შემსრულებლები, მაგრამ თუ ჩვენ გუნდურად ვიმუშავებთ მათ გავუმკლავდებით."
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თავზე ვკონცენტრირდეთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში."