"შემსრულებლები". "კრისტალ პალასთან" მატჩის განხილვა
ლონდონში მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სელჰერს პარკზე" გამართულ რთულ შეხვედრაში პოგბა-იბრაჰიმოვიჩის წყვილის წყალობით მოიპოვა გამარჯვება.
შემადგენლობა
"ტოტენჰემთან" მატჩი ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის სამაგალითო იყო. საუბარია არა მარტო თამაშის ხარისხზე, არამედ შემსრულებლებზეც. კერიკი და ერერა საყრდენ ზონაში ანდერის წინ ჩართვით, პოგბა, როგორც მთელი გუნდის ფუძე და მთავარი კრეატიული ფეხბურთელი, სწრაფი ფლანგები მარსიალისა და მხითარიანის სახით და დამრტყმელი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იდეალურია, იმის ფონზეც კი, რომ მარსიალი თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს, მაგრამ არსებითად ეს შემსრულებელთა ის ტიპია, რომლებიც მოცემულ პოზიციაზე უნდა იყვნენ.
ტრამვმის, დისკვალიფიკაციისა და როტაციის გამო "კრისტალ პალასთან" კომპრომისზე წასვლა გახდა საჭირო: გუნდს არ ჰქონდა სწრაფი ფლანგები და თავის განკარგულებაში ერთნაირი ტიპის შემსრულებლები ჰყავდა.
რატომ ამართლებს სქემა "ტოტენჰემთან" და თითქმის ფლავდება "კრისტალ პალასთან"? რთულია იმის უარყოფა, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთი იდეალურისგან ძალიან შორის იყო.
პასუხი მარტივია: შემსრულებლები.
ჟოზე მოურინიომ, შეიძლება ითქვას, პოლ პოგბასთვის იდეალური პოზიცია იპოვა. მეტოქის კარის სიახლოვეს თამაშისას პოლი უფრო ნაკლებად ფიქრობს თავდაცვაზე და კონცენტრირებულია იმაზე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - შექმნა. პრობლემა იმაშია, რომ ეს პოზიცია საუკეთესოა როგორც მატასთვის, ისე რუნისთვის. სწორედ ამიტომ იწევენ ცენტრში ხშირად და ფლანგიდან თამაში იკარგება. ცენტრი იტვირთება, გუნდს კი ორგანიზება და თავისი შეტევის ჭკვიანურად დასრულება უჭირს, რადგანაც მეტოქის დაცვა ცენტრზე ახდენს მთელი ძალების კონცეტრირებას და უფრო ადვილად იცავს თავს.
გუნდმა თავისი საუკეთესო ფეხბურთი მაშინ აჩვენა, როცა რუნი და მატა ლინგარდმა და რეშფორდმა შეცვალეს.
შედარებისთვის, "ტოტენჰემთან" მარსიალისა და მხითარიანის გადაადგილების სითბური რუკები - მარცხნივ, რუნისა და მატას გადაადგილება გუშინდელ მატჩში - მარჯვნივ.
აშკარა გადახრა მოედნის ცენტრისკენ მეორე შემთხვევაში
გადამწყვეტი ფეხბურთელი
"იუნაიტედის" ოფიციალურმა "თვითერმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე სამი ფეხბურთელი წარადგინა: ფილ ჯონსი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაიკლ კერიკი. ცოტა ხანს იფიქრეს და პოგბაც დაამატეს.
საბოლოოდ, სიურპირად არ ქცეულა, რომ ადამიანმა, რომელმაც გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ჟოზემ პოგბას მოედანზე იდეალური პოზიცია უპოვა და ამას თავისი შედეგები მოაქვს. პოგბამ შეტევაში 32 პასი გააკეთა. უახლოესი მაჩვენებელი აქვს მაიკლ კერიკს - 20. ამ 32 პასში შედის საგოლე გადაცემა და 3 გადამწყვეტი პასი - ასევე საუკეთესო მაჩვენებელია მომენტების შექმნის მხრივ.
მშრალი ციფრები ამ გადაცემების სილამაზეს ვერ აჩვენებენ, პოგბას საფირმო "გადაგდებები" ხომ ეფექტურიცაა და ეფექტიანიც. თანაც არა პირველად ამ სეზონში.
ასევე უნდა აღინიშნოს მატჩის გადამწყვეტი პასი:
მეტოქე
"კრისტალ პალასი" ამ სეზონში გადარჩენისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ მატჩში ალან პარდიუს გუნდმა 10 გოლი გაიტანა, კვლავ დიდ პრობლემებს განიცდიან.
ანტონიო ვალენსიას არყოფნაში ალან პარდიუს, ალბათ, მატეო დარმიანის გამოჩენის იმედი ჰქონდა, როგორც უილფრიდ ზაჰას იდეალური "კლიენტისა", მაგრამ მოურინიომ, ყველასთვის მოულოდნელად, ფლანგზე ერიკ ბაიი გაამწესა, რაც ძვირად დაუჯდა გუნდს - ერიკის მორიგი ტრავმა, მოურინიოს თქმის, უკვე მეორე ფეხზე.
დარმიანია, მაინც გამოვიდა მოედანზე და 14 წუთში "იუნაიტედმა" მატეოს ფლანგიდან გოლი გაუშვა.
შეტევის განმავლობაში, რომელიც საჯარიმოდან ჩაწოდებას მოჰყვა, დარმიანმა ორჯერ მოიგერია ბურთი მეტოქის მიმართულებით და ერთხელ მოტყუვდა.
თუმცა ეს როდი აქარწყლებს პოგბას დანაშაულს იმაში, რომ მაკარტური გაუშვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ პოლი მარკუსს უჩვენებს, უკან მდგომი ფეხბურთელი დაკეტოს (მგონი, ბენტეკე იყო) და როხო კადრში მითითებულ პოზიციაზე გადადის. ამ დროს კი მაკარტური პოგბას ზურგს უკან ჩაირბენს.
"კრისტალ პალასის" კარგი შეტევა ერთი შეხებით.
მასპინძლებს ამ მატჩის აქტივში შეტანა და ერთი ქულის აღება შეეძლოთ, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, რასაც, ჩემი აზრით, ბოლო წუთებზე მაკრატურის შეცვლამ შეუწყო ხელი. პარდიუს არ უნდა გაეუმჯობესებინა ის, რაც კარგად მუშაობდა.
მსაჯი
კრეიგ პოუსონმა ორივე მხარის გახარება და გაბრაზება მოახერხა. ის შემთხვევა, როცა იმდენად ბევრი შეცდომაა, რომ ერთმანეთის კომპენსირებას ახდენს და არც ისე ცუდი გამოდის.
მაგალითად, "კრისტალ პალასის" გულშემატკივრებს ნამდვილად შეუძლიათ იმაზე მითითება, რომ მარკოს როხო მოედნიდან არ გააძევეს ორი ფეხით კიდევ ერთხელ ვარდნის გამო.
"იუნაიტედის" გულშემატკივრები კი უყურადღებოდ არ ტოვებენ მასპინძლების საჯარიმოში ხელით თამაშს, რამაც მარკოსს კარში დარტყმაში შეუშალა ხელი.
პირველი გოლის მომენტში
ზლატანმაც კი არ უარყო, რომ შეიძლებოდა ხელზე მოხვედროდა ბურთი.
აი, ხუან მატას გოლის გაუქმების მიზეზს კი ნამდვილად ვერ ვხვდები
დასკვნა
ბოლო ორი მატჩიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მოურინიომ თავის სქემაში ფეხბურთელთა იდეალური თავსებადობა იპოვა, მაგრამ როცა საქმე როტაციას ეხება ან დისკვალიფიკაცია და ტრავმები ერევა საქმეში, ხარისხი ეცემა, რადგანაც მოურინიოს სწორი და სრულფასოვანი შემცვლელები უბრალოდ არ ჰყავს ფეხბურთელთა ერთნაირობის გამო (მატა, რუნი) ან სუსტი ამჟამინდელი ფორმის გამო (დეპაი, რეშფორდი, მარსიალი).
სეზონის დასაწყისში მწვრთნელი აცხადებდა, რომ მისთვის ჩვეული არ არის ასეთი რაოდენობის ფეხბურთელებით თამაში, რის შედეგადაც მემფისი და მორგანი მატჩის მიღმა რჩებიან. მოურინიოს სტაბილურობა სჭირდება, არასდროს უთამაშია როტაციით და სიმართლე ვთქვათ, არც "იუნაიტედში" ღირს ამის კეთება. დეპაისა და შნეიდერლინის წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები სულაც აღარ იქნება ჭორები და, რაც უფრო მთავარია, მათ აუცილებლად როდი უპოვნიან შემცვლელებს. შემადგენლობის ათამაშება მინიმალური როტაციით და ტრავმებისგან თავდაღწევა რომ მოხერხდეს, მაშინ სტაბილურ მონაკვეთზე ოცნება და 5,6,7 და მეტი გამარჯვების მოპოვებაც შეიძლება.
და თუ მომავალში გავიხედავთ, საზაფხულო ფანჯარაზე, მაშინ ჟოზე, ალბათ, მისთვის შესაფერის შემსრულებლებს მოძებნის შემცვლელად, ასე რომ, კიდევ ერთ მასშტაბურ სატრანსფერო ფანჯარას თავს ვერ დავაღწევთ.
მანამდე კი სამი გამარჯვება ზედიზედ, 3 ნოემბრის შემდეგ წაუგებელი სერია და პრემიერ ლიგის სასიხარულო კალენდარი, რომელიც "ვესტ ბრომვიჩს", "სანდერლენდსა" და "მიდლსბროს" დაპირისპირებებს მოიაზრებს ახალ წლამდე.
ბონუსი
იმედგაცრუებულმა ერიკ ბაიიმ თავისი მაისური გულშემატკივარს მისცა, რომლის რეაქციაც ფლეგმატური იყო.
ავტორი: ალექსანდრ კორენევი