თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1781,
კომენტარები: 8
პოგბა და ზლატანი გამარჯვების შესახებ
მატჩის გამორჩეულმა ფეხბურთელებმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
პოგბა და ზლატანი გამარჯვების შესახებ
პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთისთვის მიცემული საგოლე გადაცემებითა და გატანილი გოლებით "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან საჭირო სამი ქულა მოუპოვეს.

პოგბამ პირველი ტაიმის დასრულებამდე გახსნა ანგარიში, ჯეიმს მაკარტურმა კი წონასწორობა აღადგინა, რასაც 88-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა თავისი გოლი დაურთო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პოგბა: "ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე გაგვიჭირდებოდა. დღეს ნამდვილად არა ვართ კმაყოფილებით ჩვენი გუნდის თამაშით, მაგრამ, იცით, ხანდახან კარგად ვერ თამაშობ, მაგრამ იმარჯვებ."

პოგბას გოლმა გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან საგოლე გადაცემის გაკეთებისას ზლატანმა ამხტარი ბურთი ზლატანს ხელზე მოხვდა და ამის შემდეგ მიაწოდა ფრანგს.

იბრაჰიმოვიჩი აღნიშნავს: "ბურთი წინ გადავგზავნე პოგბას მისამართით, რადგან დავინახე, რომ თავისუფალი იყო. ბურთი ოდნავ შემეხო ხელზე და შემდეგ მუცელზე, მაგრამ სურათები უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე"

"კრისტალ პალასთან" მატჩი სამი დღეს შემდეგ შედგა "ტოტენჰემთან" მოპოვებული გამარჯვებიდან, რამაც შეხვედრა თავისთავად გაართულა, მაგრამ პოგბა აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

"მატჩი ორივენაირად შეიძლება წარიმართოს, მაგრამ ჩვენ მათზე მეტი შანსი შევქმენით. ასევე დავიდ დე ხეას ჰქონდა დიდებული სეივები".


იბრაჰიმოვიჩს უკვე რვა გოლი აქვს გატანილი ბოლო რვა მატჩში, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო პოლ პოგბას გადაეცა, რის შესახებაც ზლატანი გაეხუმრა: "შეგიძლია დაიტოვო".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
15 დეკემბერი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ra daundobeli xar zlatko mtavaria moigit err gundad unda iyot ea kargia ro zmakacobt
1
№2
ავტორი: gaga1987
15 დეკემბერი 2016 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დასცინიან ერთმანეთს

wink
0
№3
ავტორი: LASHQARA
15 დეკემბერი 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგი ტანდემი შექმნეს ზლტანმა და პოგბამ და პოგბამ შორიდან დარტყმებს უნდა მოუმატოს არაერთი გოლი აქ გატანილი შორეული დარტყმებიდან love am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 17:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბამ დაიწყო ნელ-ნელა გოლების გატანა რაც მოსალოდნელი იყო... winked
0
№5
ავტორი: temo123temo123
15 დეკემბერი 2016 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
აბა რა მიდით ბიჭებო. შემდეგი ვესტ ბრომია აბა თქვენ იცით am wink

derpgop

manunited
0
№6
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2016 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Magari dueti dgeba))❤️
0
№7
ავტორი: irakli87
16 დეკემბერი 2016 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კარგია. რამოდენიმე გამარჯვება და იმედი და მოტივაცია ძალიან დიდი იქნება რამაც შესაძლოა მომავალ წელს ლიგაზე გვათამაშოს.
0
№8
ავტორი: stepno
16 დეკემბერი 2016 02:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Shegidzlia daitovoo :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top