"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის თაობაზე შეთავაზებების მოსასმენად მისი კლუბი მზადაა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არც დეპაის, არც შნეიდერლინს არ ჩაუტარებიათ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვთ.
"წითელი ეშმაკების" დუეტით კი "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი როლანდ კუმანი ინტერესდება, რომელმაც ორივე მათგანთან მოასწრო მუშაობა თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, როცა "საუთჰემპტონსა" და პსვ-ს წვრთნიდა სხვადასხვა დროს.
მორგანის სამსახურით "ვესტ ბრომვიჩიც" არის დაინტერესებული, მემფისს კი "რომა" და "ნაპოლიც" აკვირდებიან. მოურინიო თავის მხრივ თითოეული ამ და სხვა კლუბების შემოთავაზების განსახილველად მზად არის.
"ყველა ფეხბურთელის თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას განვიხილავ. მეტიც - მე მოვისმენ არა მარტო შემოთავაზებულ წინადადებას, არამედ თავად ფეხბურთელებსაც ვკითხავ.
ამიტომაც, თუ რომელიმე ფეხბურთელი კარზე დამიკაკუნებს და მეტყვის, რომ ბედნიერი არ არის და წასვლა უნდა, შემოთავაზება კი შესაბამისი იქნება, ამ ფეხბურთელის წასვლას არასდროს აღვუდგები წინ - კონკურენტების რიგებშიც რომ გადავიდეს, მაინც.
როცა მატამ "ჩელსი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, საერთოდ არ მქონია პრობლემა. ყოველთვის მზად ვარ", - განაცხადა ჟოზემ.