თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2016, 19:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 12
მოურინიო: "შემოთავაზების განსახილველად მზად ვარ"
მოურინიო დეპაისა და შნეიდერლინის გასაყიდად მზად არის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის თაობაზე შეთავაზებების მოსასმენად მისი კლუბი მზადაა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არც დეპაის, არც შნეიდერლინს არ ჩაუტარებიათ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი არ აქვთ.

"წითელი ეშმაკების" დუეტით კი "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი როლანდ კუმანი ინტერესდება, რომელმაც ორივე მათგანთან მოასწრო მუშაობა თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, როცა "საუთჰემპტონსა" და პსვ-ს წვრთნიდა სხვადასხვა დროს.

მორგანის სამსახურით "ვესტ ბრომვიჩიც" არის დაინტერესებული, მემფისს კი "რომა" და "ნაპოლიც" აკვირდებიან. მოურინიო თავის მხრივ თითოეული ამ და სხვა კლუბების შემოთავაზების განსახილველად მზად არის.

"ყველა ფეხბურთელის თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას განვიხილავ. მეტიც - მე მოვისმენ არა მარტო შემოთავაზებულ წინადადებას, არამედ თავად ფეხბურთელებსაც ვკითხავ.

ამიტომაც, თუ რომელიმე ფეხბურთელი კარზე დამიკაკუნებს და მეტყვის, რომ ბედნიერი არ არის და წასვლა უნდა, შემოთავაზება კი შესაბამისი იქნება, ამ ფეხბურთელის წასვლას არასდროს აღვუდგები წინ - კონკურენტების რიგებშიც რომ გადავიდეს, მაინც.

როცა მატამ "ჩელსი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, საერთოდ არ მქონია პრობლემა. ყოველთვის მზად ვარ",
- განაცხადა ჟოზემ.

წყარო: thetelegraph
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
14 დეკემბერი 2016 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: gache1991
არანაირი არენდი სანამ ამაში 20 ლიმონის გადამხდელი გუნდები არსებობენ უნდა გავყიდოთ..მარადმწვანე პერსპექტიული..შნეიდერლინზე მაგრა მწყდება გული ყველას ყველა გამოადგა საუთჰემტონიდან და ჩვენ..დეპაი 25-მორგანა 20-შვაინა 10-იანგი 5-ფელაინი 15..მშვენიერ ფულს ავიღებთ

ჯერ ადრეა მემფისის მარადმწვანეობაზე ლაპარაკი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა
0
№12
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიცი მე დეპაის მოედანზე როარის მონდომებას ვერ ვატყობ დაა გასაშვებია აბაა რაარი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top