"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ ახალი მცველის შეძენას არ აპირებს.
დეკემბერში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" "ბენფიკას" მცველი კრისტიან ლინდელეფი შეიძლებოდა გვეხილა, რასაც მხარს უჭერდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
მაგრამ ბოლო პერიოდში ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს თამაშით მოურინიო კმაყოფილია და სატრანსფერო ბაზარზე მცველის შეძენას არ აპირებს.
ჟოზეს თქმით, სეზონის ბოლომდე შეძლებს იმ ფეხბურთელებით დაკმაყოფილებას, ვინც მის განკარგულებაში არიან. "ფილ ჯონსი და მარკოს როხო სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობენ, ერიკ ბაიის დაბრუნების შემდეგ კი სამი ცენტრალური მცველი გვყავს. იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე საკმარისი იქნება", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.