თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2398,
კომენტარები: 15
დარმიანი: "ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი"
მატეო დარმიანი "იუნაიტედში" თავს ბედნიერად გრძნობს.
დარმიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა მატეო დარმიანმა განაცხადა, რომ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და მის დატოვებას არ აპირებს.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებულ პირველ 14 მატჩში ჟოზე მოურინიომ მხოლოდ ორჯერ ათამაშა დარმიანი და ორივე მათგანი ევროპა ლიგის მატჩებზე მოდის, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მატეო კლუბის დატოვებას აპირებდა.

ბოლო პერიოდში კი მოურინიო დარმიანს რეგულარულად ათამაშებს, მაგრამ არა მისთვის ჩვეულ მარჯვენა ფლანგზე, არამედ მარცხენა მცველის პოზიციაზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 27 წლის მცველს აქტიურად უკავშირებდნენ "იუვენტუსს", "ინტერს" და "ჩელსის", რომელსაც ანტონიო კონტე, დარმიანის თანამემამულე და ნაკრებში მისი ყოფილი მწვრთნელი წვრთნის.

თუმცა, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ "იუნაიტედთან" განშორებას არ აპირებს.

"მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვთამაშობ, ამიტომ ბედნიერი ვარ. შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვკითხულობ და ვისმენ, მაგრამ პირადად მე არაფერი ვიცი. ამჟამად ეს ყველაფერი სიცრუეა",
- განაცხადა იტალიელმა.

წყარო: espn
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: უეინ რუნი
13 დეკემბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
უნდა წავიდეს თან ზამთარშივე
1
№2
ავტორი: gela-manutd
13 დეკემბერი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჯობია წავიდეს ის არ არის რაც მაNჩეს უნდა რა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2016 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამის გამოყენებას მარცხენა მცველად თუ აპირებენ ჯობია მართლა წავიდეს areyoukiddingme
0
№4
ავტორი: kantona-7
13 დეკემბერი 2016 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
წავიდეს არმევასება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: gache1991
13 დეკემბერი 2016 17:30
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარი ფეხბურტელია და ესეთი და ბლინდის ნაირი უნივერსალი ყოველტვის უნდა გყავდეს გუნდში..ჯერ მარტო იმიტო რო ტამაშის მიმდინარეობისას შეიგილია ისე გადააწყო გუნდი რო უმარტივესად...მითუმეტეს ჩელსიში,ზუსტად დააინახავს ყველა ამას რაც შეუძლია,,ეს არ არი იდეალური ვარიანტი მარცხენა მცველად და რადგან სისოკომ რომელმაც ძაან ბევრი გუნდი გაამწარა და კიდე ბევრს გაამწარებს რადგან დაჯაბნა მარცხენა მცველად არ ნიშნავს რო გასაგდებია...

იანგი,ფელაინი,ლინგარდი,სნეიდერლინი შვაინსტაიგერი ,დეპაი,გასაშვებების მეტი რა არი,,მოუ არ გაყიდის ამას ზუსტად ვიცი მითუმეტეს ზამთარში..გასაყიიდ ფეხბურთელებს სასტავს არ ათამაშებენ მითუმეტეს სხვა პოზიციაზე...აზპილიკუეტა როგორც ევასებოდა ამას შრომისთვის და უნივერსალურობისთვის ისე ყავს ესეც..
1
№6
ავტორი: vanovano
13 დეკემბერი 2016 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ბაზარი არაა ბედნიერად გრძნობ თავს მაგრამ იუნაიტედი თუ გრძნობს შენით ბედნიერებას
0
№7
ავტორი: gache1991
13 დეკემბერი 2016 17:44
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამასთან არაფერ შუაშია მაგრამ საინტერესო სტატისტიკა... კერიკს 10 სასტარტო აქვს დაწყებული და აქედან 8 მოგება 2 ნიჩია 0 წაგება აქ გუნდს!!! სასწაულია ეს კაცი რა

ბოლო თამაში სადაც კერიკმა ითამაშა და გუნდმა წააგო იყოს ვესტჰემტან შარშან რო წავაგეთ ბოლენ გრაუნდზე:)) სასტავს არ მოვაცილებდი ამ კაცს მოუ :))

პლიუს ამ ყველაფერს ცენტრალური ნახევარმცველია ინგლისში თან და არცერთი წითელი არ მიუღია კარიერაში არსად..
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარცხენა მცველი არაა აშკარად და მარჯვნივ ვალენსიას ზამენა უნდა იყოს
0
№9
ავტორი: giorgi_mg
13 დეკემბერი 2016 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ესეთი ფეხბურთელი საჭიროა გუნდში ჩემი აზრით, ზამენისთვის კარგი ბიჭია, ვალეს რო რამე დაემართოს ეს რო წავიდეს ვინ უნდა შეცვალოს?! ან დასვენება ხო უნდა მართლა ცხოველი კიარ არის, არსად გასაშევბი ეს არ არის თან ვინ იცის როგორ აკრიფოს ფორმა და უკეთ გამოგვადგეს

ყველასი მესმის რომ ვერ გამოიჩინა თავი ამ სეზონში და გინდათ რომ წავიდეს, მაგრამ ესე ერთი ხელის მოსმით 5 ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ, ამის არ გაყიდვით გუნდში არაფერი შავდება და აი გაყიდვით კი შეიძლება დაშავდეს, მე იმედი მაქ რომ იქნება აქ სანამ ვინმე ღირსეული შემცვლელი არ გამოუჩნდება ვალეს
0
№10
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2016 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ar gayidis joze mateos choria yvelaferiii amis wasvlaze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top