თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 15
დარმიანი: "ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი"
მატეო დარმიანი "იუნაიტედში" თავს ბედნიერად გრძნობს.
დარმიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა მატეო დარმიანმა განაცხადა, რომ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და მის დატოვებას არ აპირებს.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებულ პირველ 14 მატჩში ჟოზე მოურინიომ მხოლოდ ორჯერ ათამაშა დარმიანი და ორივე მათგანი ევროპა ლიგის მატჩებზე მოდის, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მატეო კლუბის დატოვებას აპირებდა.

ბოლო პერიოდში კი მოურინიო დარმიანს რეგულარულად ათამაშებს, მაგრამ არა მისთვის ჩვეულ მარჯვენა ფლანგზე, არამედ მარცხენა მცველის პოზიციაზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 27 წლის მცველს აქტიურად უკავშირებდნენ "იუვენტუსს", "ინტერს" და "ჩელსის", რომელსაც ანტონიო კონტე, დარმიანის თანამემამულე და ნაკრებში მისი ყოფილი მწვრთნელი წვრთნის.

თუმცა, თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ "იუნაიტედთან" განშორებას არ აპირებს.

"მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვთამაშობ, ამიტომ ბედნიერი ვარ. შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვკითხულობ და ვისმენ, მაგრამ პირადად მე არაფერი ვიცი. ამჟამად ეს ყველაფერი სიცრუეა",
- განაცხადა იტალიელმა.

წყარო: espn
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
13 დეკემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: gache1991
ძალიან მაგარი ფეხბურტელია და ესეთი და ბლინდის ნაირი უნივერსალი ყოველტვის უნდა გყავდეს გუნდში..ჯერ მარტო იმიტო რო ტამაშის მიმდინარეობისას შეიგილია ისე გადააწყო გუნდი რო უმარტივესად...მითუმეტეს ჩელსიში,ზუსტად დააინახავს ყველა ამას რაც შეუძლია,,ეს არ არი იდეალური ვარიანტი მარცხენა მცველად და რადგან სისოკომ რომელმაც ძაან ბევრი გუნდი გაამწარა და კიდე ბევრს გაამწარებს რადგან დაჯაბნა მარცხენა მცველად არ ნიშნავს რო გასაგდებია...

იანგი,ფელაინი,ლინგარდი,სნეიდერლინი შვაინსტაიგერი ,დეპაი,გასაშვებების მეტი რა არი,,მოუ არ გაყიდის ამას ზუსტად ვიცი მითუმეტეს ზამთარში..გასაყიიდ ფეხბურთელებს სასტავს არ ათამაშებენ მითუმეტეს სხვა პოზიციაზე...აზპილიკუეტა როგორც ევასებოდა ამას შრომისთვის და უნივერსალურობისთვის ისე ყავს ესეც..


გეთანხმები ახალი სემოსული იყო სისიკო და დასვენებული და დაღლილ დარმიანს თუ აჯობა რა~ღაცით არაფერს ნიშნავს..თან რამხელაა ეგ სისოკოუნდა დარჩეს მატეო
0
№12
ავტორი: LASHQARA
13 დეკემბერი 2016 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არ უნდა გაყიდონ საჭიროა ეხლა გუნდში ეს ფეხბურთელი არ ვიძახი რომ მაგარი ფეხბურთელია მაგრამ სანამ ამის გაშვების დრო მოვა მანამდე რიგში ერთი 5 კაცი დგას და ამას ვერ გაუშვებ სანამ უკეთესს არ იყიდი love am
0
№13
ავტორი: tyeshela1
13 დეკემბერი 2016 21:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ბედნიერი იქნებით შენც ფელაინიც და ლინგარდიც. ხისთავიანები ხართ და მაინც სასტარტოში გლხართ გამოჭიმული ყოველ მატჩში
0
№14
ავტორი: kaxeti
13 დეკემბერი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ამი ზუსტი გაკეთებული პასი დამანახა და ორი თვე ღვინის გემოს დავივიწყებ
0
№15
ავტორი: stepno
14 დეკემბერი 2016 04:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Wavidees jobiaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top