თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2016, 23:40
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2580,
კომენტარები: 12
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს. რომელიც ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, გარი ნევილი „წითელი ეშმაკების“ ახალ შენაძენზე, ჰენრიხ მხითარიანსა და ხუან მატაზე საუბრობს, რომელიც გუნდში დევიდ მოიესის მოსვლის პერიოდიდან ირიცხება. მოგეხსენებათ, რომ ჰენრიხ მხითარიანმა ბოლო მატჩები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ყველა მატჩში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

„მე უკვე დიდი ხანია ვსვამ კითხვას, არის თუ არა ხუან მატას ადგილი „იუნაიტედში“ ფლანგებზე. ვფიქრობ, ნებისმიერი გარემარბის მთავარი თვისება სისწრაფე და დრიბლნიგი უნდა იყოს. ხუან მატა კი უფრო სხვა რაღაცებით გამოირჩევა, ვიდრე სისწრაფით. მას აქვს კარგი შესრულება, პასი, კრეატიული აზროვნება. ხუან მატა მშვენიერი ათიანი იქნებოდა "იუნაიტედისთვის".

მას შემდეგ, რაც ჰენრიხმა თავისი შანსი ასე კარგად გამოიყენა, ვფიქრობ, მან დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და ჟოზემ უკვე იცის, თუ როგორ ფეხბურთელთან აქვს საქმე. მე არ ვფიქრობ, რომ მატას „მანჩესტერული“ კარიერა დასრულდა, პირიქით, ის ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, უბრალოდ მან პოზიცია დაკარგა. ისეთ შემსრულებელს, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩია, უკნიდან კარგი, კრეატიული თანაგუნდელები სჭირდება, მატა კი ამ საქმისთვის გამოდგება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჰენრიხმა თავისი ფორმა უნდა დააბალანსოს და სტაბილური გახდეს.“
- განაცხადა გარიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანმა, „ტოტენჰემთან“ მატჩის მიწურულს, დენი როუზთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო.

წყარო: Squawka.Com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
12 დეკემბერი 2016 23:44
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ნერვები მეშლება რუნის სულ როგორ ტეხავენ ესე უცბად, ვითომ გუნდში არ არის რა angry
0
№2
ავტორი: I L C
13 დეკემბერი 2016 00:05
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მართალია მატა ხშირად სასარგებლოა მაგრამ ჩემი აზრით ნელი ფეხბურთელის ადგილი შეტევაში არ არის არსად, რადგან ძლივს მანჩესტერი სწრაფ კონტრშეტევებზე იწყებს თამაშს და ალბათ აქცენტიც სწრაფ ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს.

4-4-2 ყველზე მეტად მომწონს
-------------------------------De Gea---------------------------
Valencia----------Smalling-------------Bailly-----------Blind

Mkhitaryan-------Pogba---------------Carrick---------Martial

-----------------Ibrahimovic-----------Rooney---------------


Rashford
Mata
Herrera

იანუზაი ზამთარში ბრუნდება თუ ზაფხულში ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2016 00:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: I L C
მართალია მატა ხშირად სასარგებლოა მაგრამ ჩემი აზრით ნელი ფეხბურთელის ადგილი შეტევაში არ არის არსად, რადგან ძლივს მანჩესტერი სწრაფ კონტრშეტევებზე იწყებს თამაშს და ალბათ აქცენტიც სწრაფ ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს.


იანუზაი ზამთარში ბრუნდება თუ ზაფხულში ?


იანუზას მანჩესტერში დაბრუების აზრი მითხარი. რა პოზიციაზეც ეგ თამაშობს მანდ იმხელა კონკურენციაა რო შანსი არააქვს და + ზამენის ხალხიც ჯობია მაგას რესფორდი და გრიზმანსაც თუიყიდიან რა იანუზა რის იანუზა იანუზას ლინგარდიც მირჩევნია ბევრად მაღალი დონეა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 00:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Matac karg formashi iko da albat palacstan vixilavt
0
№5
ავტორი: reddevil12
13 დეკემბერი 2016 01:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
თუ გავითვალისწინებთ, რომ 4 ტურნირზე ვართ და თან არსებობს ტრავმების რისკი არანაირი პრობლემა არ არის თავისუფლად გამოვიყენებთ მატასაც, რუნისაც და მხითარიანსაც. ამიტომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ რომელიმეს დროის ნაკლებობის პრობლემა გაუჩნდეს. თუ დააკვირდებით კონკურენცია იმდენად მაგარია, რომ მატაც ათამაშდა, რუნიც და მხითარიანი ხო საერთოდ საოცრებებს აკეთებს. მოკლედ არანაირი პრობლემა არ არსებობს მაგასთან დაკავშირებით, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ტყუილუბრალოდ გვყავს, შნეიდერლინი,შვაინშტაიგერი და ფელაინი. ამ სამი ნახევარმცველის გაყიდვით იუნაიტედს შეუძლია ერთი ხოშიანი ნახევარმცველი იყიდოს და დაისვენებს გუნდი. ატლეტიკო ისე გამოიყურება, რომ გრიზმანი ზამთარშივე რო დაიმატონ ეგეც არ არის გამორიცხული აი მერე კი ნამდვილად სანამ ზლატანი არ წავა უდიდესი კონკურენცია იქნება.
0
№6
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2016 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Martals idzaxis atianis igrokia ra ❤️
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
13 დეკემბერი 2016 07:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხოო ათიანზე იდეალურია მატა ეს ყველამ ვიცით
0
№8
ავტორი: giorgi_mg
13 დეკემბერი 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გარი ეს ნამიოკია რო რუნი სკამზე და პოგბამ უკან დაიწიოს?! :))))
0
№9
ავტორი: GeorgeBest
13 დეკემბერი 2016 10:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლანგზე მხითარიანი ბევრად ეფექტურია და მატა თავის ადგილას უნდა იდგეს
1
№10
ავტორი: Manstark_United
13 დეკემბერი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
–––––––––––იბრა––––––––––––
–მარსიალი–მატა–მხითარიანი–
–––––––პოგბა–კერიკი––––––––
–შოუ–ბაილი–სმოლინგ–ვალე––
–––––––––––დე ხეა–––––––––––
ეს შემადგენლობა თავისუფლად მოიგებს ევროპა ლიგას და მე-4 ადგილის დადებასაც მოახერხებს. რათქმაუნდა ზოგჯერ მატას ნაცვლად რუნიმაც უნდა ითამაშოს.მაგრამ ობიექტურად,რუნი ვეღარ არის ისეთი და თვითონაც უნდა ხვდებოდეს,რომ ყველა მატჩში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top