თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2016, 23:40
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 12
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს. რომელიც ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.
გარი ნევილი მხითარიანზე საუბრობს
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, გარი ნევილი „წითელი ეშმაკების“ ახალ შენაძენზე, ჰენრიხ მხითარიანსა და ხუან მატაზე საუბრობს, რომელიც გუნდში დევიდ მოიესის მოსვლის პერიოდიდან ირიცხება. მოგეხსენებათ, რომ ჰენრიხ მხითარიანმა ბოლო მატჩები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ყველა მატჩში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

„მე უკვე დიდი ხანია ვსვამ კითხვას, არის თუ არა ხუან მატას ადგილი „იუნაიტედში“ ფლანგებზე. ვფიქრობ, ნებისმიერი გარემარბის მთავარი თვისება სისწრაფე და დრიბლნიგი უნდა იყოს. ხუან მატა კი უფრო სხვა რაღაცებით გამოირჩევა, ვიდრე სისწრაფით. მას აქვს კარგი შესრულება, პასი, კრეატიული აზროვნება. ხუან მატა მშვენიერი ათიანი იქნებოდა "იუნაიტედისთვის".

მას შემდეგ, რაც ჰენრიხმა თავისი შანსი ასე კარგად გამოიყენა, ვფიქრობ, მან დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და ჟოზემ უკვე იცის, თუ როგორ ფეხბურთელთან აქვს საქმე. მე არ ვფიქრობ, რომ მატას „მანჩესტერული“ კარიერა დასრულდა, პირიქით, ის ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, უბრალოდ მან პოზიცია დაკარგა. ისეთ შემსრულებელს, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩია, უკნიდან კარგი, კრეატიული თანაგუნდელები სჭირდება, მატა კი ამ საქმისთვის გამოდგება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჰენრიხმა თავისი ფორმა უნდა დააბალანსოს და სტაბილური გახდეს.“
- განაცხადა გარიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანმა, „ტოტენჰემთან“ მატჩის მიწურულს, დენი როუზთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო.

წყარო: Squawka.Com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
13 დეკემბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ჩემი აზრით მარსიალი უნდა დასვას სკამზე რუნი მარცხნივ მატა გამთამაშებლად
0
№12
ავტორი: irakli87
13 დეკემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ციტატა: Manstark_United
–––––––––––იბრა––––––––––––
–მარსიალი–მატა–მხითარიანი–
–––––––პოგბა–კერიკი––––––––
–შოუ–ბაილი–სმოლინგ–ვალე––
–––––––––––დე ხეა–––––––––––
ეს შემადგენლობა თავისუფლად მოიგებს ევროპა ლიგას და მე-4 ადგილის დადებასაც მოახერხებს. რათქმაუნდა ზოგჯერ მატას ნაცვლად რუნიმაც უნდა ითამაშოს.მაგრამ ობიექტურად,რუნი ვეღარ არის ისეთი და თვითონაც უნდა ხვდებოდეს,რომ ყველა მატჩში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.


სავსებით გეთანხმები. ასევე დავამატებ იმას რომ თუ კრისტალ პალას დავამარცხებთ რწმენა ყველას დაგვიბრუნდება მათ შორის კლუბსაც. ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე მატჩის ზედიზედ მოგება რაც ცოტა მეეჭვება მე პირადად და ნეტა ესე არ მოხდეს!!!
0
№13
ავტორი: stepno
13 დეკემბერი 2016 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არამგონია მატა სკამზე რო დასვას აშკარად ფორმაშია და რავიცი რუნი ხანდახან რაღაცას წაიფაფხურებს ვითომ დაბრუნდება ხოლმე ძველი რუნიი მაგრამ მერე ისევ ისეეა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top