თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2016, 10:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3734,
კომენტარები: 15
იბრა: "პოგბას უკანასკნელად დავუთმე ჯარიმა"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოლ პოგბა მოედანზე გააფრთხილა.
იბრა:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა, რომ პოლ პოგბას აღარ დართავს საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლებას მას შემდეგაც კი, რაც ფრანგის დარტყმული "ტოტენჰემთან" მატჩში ხარიხას მოხვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა შეხვედრის მეორე ტაიმში უგო ლორისის კარის ჩარჩო შეარყია და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა "წითლების" საჯარიმო დარტყმა იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად მან შეასრულა.



"პოგბას ვუთხარი, ჯობია გოლი გაიტანო, თორემ ამიერიდან აღარ მოგცემ ჯარიმის დარტყმის უფლებას-მეთქი. ხარიხას გაარტყა, არადა, გოლი რომ გასულიყო, უფრო მეტ სივრცეს მოგვცემდა, არა დამშვიდების უფლებას, მაგრამ 2-0 ანგარიშზე თავს უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობდით.

ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, რომლებშიც მატჩის მიწურულს გოლს ვუშვებდით, უკვე გაუგებარია, 1-0 ანგარიშზე მოვიგებთ თუ არა და დღესაც რომ ასე მომხდარიყო, ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ჩვენ ხომ ასე კარგად ვიშრომეთ. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ",
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

"ტოტენჰემს" ბურთის ფლობის 60 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ "იუნაიტედი" კვლავ დომინირებდა და იბრაჰიმოვიჩი ამით მოხარულია.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო თამაშებში სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდით. დღეს მაღალი დონის გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ჩვენზე მაღლაა სატურნირო ცხრილში. ჩამორჩენა ოდნავ შევამცირეთ. მატჩს ვაკონტროლებდით, სტაბილურად ვთამაშობდით და გავიმარჯვეთ - შესანიშნავი კომბინაციაა".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2016 10:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სამაგიეროდ, ცოცხალ კედელს მაინც ააცილა winked
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lady in red
12 დეკემბერი 2016 10:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ერთხელ დამაჯერებლად ხომ შეიძლება მოიგონ? ან მეორე გოლი მაინც გაიტანონ ხოლმე. თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ტოტენჰემმა რომ ვერაფერი მოახერხა ეგ მომეწონა. იბრა თუ მომენტებს არ გააფუჭებს კარგი იქნება. პოგბას გოლი მინდოდა, მაგრამ მეტი მოეთხოვება კიდევ.
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
12 დეკემბერი 2016 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
შეენ გააფსი ჯარიმებთან არანარი საქმე არგაქ ცოცხალკედელს ვერაცილებ გაგლეჯვა უნდა

პოლი კარგი დამრტყმელია მაგრამ პაიე ერთ შანსაც არუშვებს ძალიან მაგრად ურტყავს
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 დეკემბერი 2016 11:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგად დაარტყა პოგბამ, იბრამ ყველა ცოცხალ კედელს გაარტყა და თან დაბალს უშვებს სულ
0
№5
ავტორი: vanovano
12 დეკემბერი 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მხითო დაარტყმევინეთ თქვე შობელძაღლებო
2
№6
ავტორი: mogeba
12 დეკემბერი 2016 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
magra daubraxuna loresi ver gainzra
0
№7
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: NINI_ivanishvili
ერთხელ დამაჯერებლად ხომ შეიძლება მოიგონ? ან მეორე გოლი მაინც გაიტანონ ხოლმე. თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ტოტენჰემმა რომ ვერაფერი მოახერხა ეგ მომეწონა. იბრა თუ მომენტებს არ გააფუჭებს კარგი იქნება. პოგბას გოლი მინდოდა, მაგრამ მეტი მოეთხოვება კიდევ.

სულ; უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ ძალიან კარგი იყო თამაში და შედეგიც რაა ჩემი აზრით. ეს ტოტენჰემია და უბრალოდ 1 თავით მაღლა ვიდექით აშკარად გამოჩნდა :)))))
0
№8
ავტორი: Lady in red
12 დეკემბერი 2016 12:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: stepno
ციტატა: NINI_ivanishvili
ერთხელ დამაჯერებლად ხომ შეიძლება მოიგონ? ან მეორე გოლი მაინც გაიტანონ ხოლმე. თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ტოტენჰემმა რომ ვერაფერი მოახერხა ეგ მომეწონა. იბრა თუ მომენტებს არ გააფუჭებს კარგი იქნება. პოგბას გოლი მინდოდა, მაგრამ მეტი მოეთხოვება კიდევ.

სულ; უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ ძალიან კარგი იყო თამაში და შედეგიც რაა ჩემი აზრით. ეს ტოტენჰემია და უბრალოდ 1 თავით მაღლა ვიდექით აშკარად გამოჩნდა :)))))

უკმაყოფილება არაფერ შუაშია, უბრალოდ გვანერვიულებენ. დრო რომ სჭირდებათ კარგად ვიცი, მაგრამ მეტი შეუძლიათ და ერთ გოლზე მეტის გატანაც.
0
№9
ავტორი: mogeba
12 დეკემბერი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
uvela tamshs ase ver chavatrarebt iseti dekelberi dan gadatvirtuliniqneba da dalebi dazogon jobia kristal palas ki mougebt handikapit
0
№10
ავტორი: gaga1987
12 დეკემბერი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არადა იბრაზე კარგად ურტყამს :))))))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top