თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2198,
კომენტარები: 13
შმეიხელი: "პაიე "იუნაიტედის" შესაფერისი ფეხბურთელია"
პეტერ შმეიხელი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში შესაფერისი ფეხბურთელები მოჰყავს.
შმეიხელი:
დიმიტრი პაიე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნედ ითვლება და პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი სწორედ ის არის, ვინც ჟოზე მოურინიოს გუნდს მოერგება.

"წითელ ეშმაკებს" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ იმავე პოზიციაზე, სადაც პაიე თამაშობს, მაგრამ გუნდს მაინც უჭირს შექმნილი მომენტების გოლად გარდასახავა.

მოურინიოს შეგირდები უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილს, ლიდერ "ჩელსიმდე" კი 13 ქულა აშორებთ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ფულს დახარჯავს და ერთ-ერთ კანდიდატად პაიეს მოიაზრებენ, რომელიც შმეიხელის თქმით, "იუნაიტედისთვის" შესაფერისი ფეხბურთელია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპის ფეხბურთელია, ნამდვილად. ვფიქრობ, მოურინიომ თავისი სტილი ოდნავ უნდა შეცვალოს, რათა გულშემატკივარს, კლუბსა და მის ტრადიციებს ასიამოვნოს. უკვე აჩვენებს ამის ნიშნებს მის მიერ შეძენილი ფეხბურთელებიდან გამომდინარე, რამეთუ სხვადასხვა კალიბრის მოთამაშეები არიან.

"ჩელსის" მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნამდვილად არ შეიძენდა, მაგრამ ის "იუნაიტედის" სტილის ფეხბურთელია და გულშემატკივართა მოსაწონიც. ზლატანი დიდებული უნარებითა და გოლებით გვაჯილდოებს - ვგონებ, უკვე შვიდი გოლი გაიტანა.

მაგრამ პაიე? ნამდვილად არის, თუკი იმ ფორმას იპოვის, რომელსაც ევროპის ჩემპიონტაზე აჩვენებდა",
- განაცხადა დანიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Gigo
11 დეკემბერი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
იყიდეთ რა ძაან მაგარია
0
№2
ავტორი: DARMIAN
11 დეკემბერი 2016 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Es fexburteli iseti stilis aris, rom yvela teqnikurad motamashe gunds mouxdeba.
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
11 დეკემბერი 2016 15:44
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არადა მაგრად არ გამისწორდება ამის მოსვლა cerealguy
0
№4
ავტორი: roonet10
11 დეკემბერი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
არ მინდა ამის ყიდვა,უბრალოდ ამ პოზიციაზე გვყავს ფეხბურთელები.მე პირადად ამას მაჰრეზი უფრო მირჩევნია მაგრამ არცერრტის ადგილაა არაა გუნდში
0
№5
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ravici ravici
0
№6
ავტორი: dybbuk
11 დეკემბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
აი საერთოდ არაა მანიუს სტილის და არც მინდა რო იყიდონ
0
№7
ავტორი: LASHQARA
11 დეკემბერი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მცველი მცველი მცველიიიიიიიიიიიი!!! რა დროს ესენია სადაც მარსიალი, რეშფორდი, პოგბა, მატა, ხითო, რავიცი ყველა ამ პოზიციაზე თამაშობს, არცერთი ტრანსფერი არ მინდა სანამ 2 კარგ ცენტრალურ მცველს არ ვიყიდით, მეტი არაფერი არ აკლია ამ გუნდს, ყველაზე მეტად დღეს მანჩესტერს რაც უჭირს არის კარის მშრალად შენახვა და ეს მეკარის ბრალი არაა, ამაში მხოლოდ ჩვენი მცველები არიან დამნაშავეები winked ამიტომ 2 მცველი გვინდა სასწრაფოდ მე ბონუჩი და გოდინი მაგრად გამისწორდება
love am
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია რაღაც
0
№9
ავტორი: dybbuk
11 დეკემბერი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: LASHQARA
მცველი მცველი მცველიიიიიიიიიიიი!!! რა დროს ესენია სადაც მარსიალი, რეშფორდი, პოგბა, მატა, ხითო, რავიცი ყველა ამ პოზიციაზე თამაშობს, არცერთი ტრანსფერი არ მინდა სანამ 2 კარგ ცენტრალურ მცველს არ ვიყიდით, მეტი არაფერი არ აკლია ამ გუნდს, ყველაზე მეტად დღეს მანჩესტერს რაც უჭირს არის კარის მშრალად შენახვა და ეს მეკარის ბრალი არაა, ამაში მხოლოდ ჩვენი მცველები არიან დამნაშავეები winked ამიტომ 2 მცველი გვინდა სასწრაფოდ მე ბონუჩი და გოდინი მაგრად გამისწორდება
love am

მცველი და პლიუს ჩამშლელი, ფაქტიურად მაგ პოზიციის იგროკი არ გვყავს, კერიკია და დაბერდა, შვაინაა და იმხელა იგნორი ადევს რო მეტი არ შეიძლება და არც ეს უკანასკნელია პირდაპირ მაგ ადგილის მოთამაშე, კანტე არ უნდა გაეშვათ ხელიდან, თანამედროვე ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელია მაგ პოზიციაზე მაღალი დონის იგროკები, ბუსკეტსი იდეალური ფეხბურთელია და საერთოდ რთულია ბაზარზე მისი დონის ვინმე გაგახსენდეს ან თუ იპოვე ვინმემ მოგყიდოს
0
№10
ავტორი: LASHQARA
11 დეკემბერი 2016 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: dybbuk
ციტატა: LASHQARA
მცველი მცველი მცველიიიიიიიიიიიი!!! რა დროს ესენია სადაც მარსიალი, რეშფორდი, პოგბა, მატა, ხითო, რავიცი ყველა ამ პოზიციაზე თამაშობს, არცერთი ტრანსფერი არ მინდა სანამ 2 კარგ ცენტრალურ მცველს არ ვიყიდით, მეტი არაფერი არ აკლია ამ გუნდს, ყველაზე მეტად დღეს მანჩესტერს რაც უჭირს არის კარის მშრალად შენახვა და ეს მეკარის ბრალი არაა, ამაში მხოლოდ ჩვენი მცველები არიან დამნაშავეები winked ამიტომ 2 მცველი გვინდა სასწრაფოდ მე ბონუჩი და გოდინი მაგრად გამისწორდება
love am

მცველი და პლიუს ჩამშლელი, ფაქტიურად მაგ პოზიციის იგროკი არ გვყავს, კერიკია და დაბერდა, შვაინაა და იმხელა იგნორი ადევს რო მეტი არ შეიძლება და არც ეს უკანასკნელია პირდაპირ მაგ ადგილის მოთამაშე, კანტე არ უნდა გაეშვათ ხელიდან, თანამედროვე ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელია მაგ პოზიციაზე მაღალი დონის იგროკები, ბუსკეტსი იდეალური ფეხბურთელია და საერთოდ რთულია ბაზარზე მისი დონის ვინმე გაგახსენდეს ან თუ იპოვე ვინმემ მოგყიდოს

რაკიტიჩიც კარგად ითამაშებს მაგ პოზიციაზე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top