დიმიტრი პაიე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნედ ითვლება და პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი სწორედ ის არის, ვინც ჟოზე მოურინიოს გუნდს მოერგება.
"წითელ ეშმაკებს" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ იმავე პოზიციაზე, სადაც პაიე თამაშობს, მაგრამ გუნდს მაინც უჭირს შექმნილი მომენტების გოლად გარდასახავა.
მოურინიოს შეგირდები უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილს, ლიდერ "ჩელსიმდე" კი 13 ქულა აშორებთ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ფულს დახარჯავს და ერთ-ერთ კანდიდატად პაიეს მოიაზრებენ, რომელიც შმეიხელის თქმით, "იუნაიტედისთვის" შესაფერისი ფეხბურთელია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპის ფეხბურთელია, ნამდვილად. ვფიქრობ, მოურინიომ თავისი სტილი ოდნავ უნდა შეცვალოს, რათა გულშემატკივარს, კლუბსა და მის ტრადიციებს ასიამოვნოს. უკვე აჩვენებს ამის ნიშნებს მის მიერ შეძენილი ფეხბურთელებიდან გამომდინარე, რამეთუ სხვადასხვა კალიბრის მოთამაშეები არიან.
"ჩელსის" მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნამდვილად არ შეიძენდა, მაგრამ ის "იუნაიტედის" სტილის ფეხბურთელია და გულშემატკივართა მოსაწონიც. ზლატანი დიდებული უნარებითა და გოლებით გვაჯილდოებს - ვგონებ, უკვე შვიდი გოლი გაიტანა.
მაგრამ პაიე? ნამდვილად არის, თუკი იმ ფორმას იპოვის, რომელსაც ევროპის ჩემპიონტაზე აჩვენებდა", - განაცხადა დანიელმა.