ფრანგი "ვესტ ჰემს" გავარდნის შემთხვევაში დატოვებს.
თუ "ვესტ ჰემ იუნაიტედი" პრემიერ ლიგიდან გავარდება, დიმიტრი პაიეს 15 მლნ. ფუნტად შეელევა.
ფრანგი ნახევარმცველი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც "ვესტ ჰემთან" გაფორმებულ კონტრაქტის თანახმად სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების უფლება მიეცემათ, თუკი გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდება.
გასულ თებერვალში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად პაიე კვირაში 125 ათას ფუნტს იღებს, რაც "ვესტ ჰემის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
29 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტში სტანდარტული გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული, რისი წყალობითაც ლონდონურმა კლუბმა მისი შენარჩუნება მოახერხა, თუმცა პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში სლავენ ბილიჩის გუნდი ამას ვეღარ მოახერხებს.
გამომდინარე იქიდან, რომ "ვესტ ჰემს" არც ისე კარგად მისდის საქმეები ჩემპიონატში, კლუბი ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს ფრანგთან პირობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ საკითხავია, მიიღებს თუ არა ფრანგი მას.
"ვესტ ჰემმა" გასული სეზონის სტარტზე 10.7 მილიონი ფუნტი გადაუხადა "მარსელს" პაიეს სანაცვლოდ და 15 მილიონი ფუნტი სულაც არ ითვლება იმ თანხად, რომელიც პრემიერ ლიგაში წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელში უნდა მიიღოს გუნდმა, მაგრამ ჩემპიონშიპში გავარდნა "ვესტ ჰემს" არჩევანს არ დაუტოვებს.
ბილიჩის გუნდი ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფება პრემიერ ლიგაში, მაგრამ გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.
წყარო:
the times