თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2016, 12:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3415,
კომენტარები: 27
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-15 ტური
თარიღი: კვირა, 11 დეკემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ბობი მედლი
მატჩის დასაწყისი: 18:15, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მატა
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Bailly, Rojo, Darmian, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic.
კრის სმოლინგი და ლუკ შოუ გუნდის ლაზარეთში რჩებიან, მაგრამ შემადგენლობას უბრუნდება ოდესაში გუნდთან ერთად არმყოფი მატეო დარმიანი, მაიკლ კერიკი, და ანტონიო ვალენსია, ასევე სათადარიგოთა სკამზე მყოფი დავიდ დე ხეა. ტრავმის მოშუშების შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველ მატჩს ჩაატარებს ერიკ ბაიი. "იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი კი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ჩემპიონატის მატჩში მონაწილეობას შეძლებს. ხუან მატამ "ზარიასთან" მატჩში მცირე დაზიანება მიიღო და მისი მონაწილეობა საეჭვოა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"

ტრავმირებულები: ლამელა, ბ. დევისი, იანსენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Lloris, Vorm, Lopez, Rose, Davies, Vertonghen, Alderweireld, Carter-Vickers, Wimmer, Walker, Trippier, Dier, Wanyama, Winks, Dembele, Eriksen, Alli, Sissoko, Onomah, Nkoudou, Son, Kane.

ბენ დევისი და ვინსენტ იანსენი "დეზების" ლაზარეთში რჩებიან. ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი ჩემპიონატში უბრუნდება გუნდს, მას შემდეგ, რაც ტრავმის მოშუშების შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო მონაწილეობა. ერიკ ლამელა ოჯახური პირობების გამო არგენტინაში რჩება, სადაც მისი ძმა საავადმყოფოში იმყოფება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 21 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-მ-ფ-ფ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - +1=6-1

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ სამჯერ ითამაშა ფრე ჩემპიონატის საშინაო მატჩებში, რაც პირველად მოხდა 1992 წლის თებერვალ-აპრილის შემდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ ოთხი ფრე გუნდმა უკანასკნელად 1980 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ითამაშა, როცა სერია 5 მატჩამდე გაგრძელდა.

14 ტურის შემდეგ გუნდს 21 ქულა აქვს. ეს პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მიერ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


მე-5 ადგილი, 27 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-ფ-მ-წ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


"დეზებს" პრემიერ ლიგის ბოლო 4 გასვლითი მატჩი არ მოუგიათ.

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "იუნაიტედის" წინააღმდეგ გასვლაზე ჩატარებული 4 მატჩიდან პოჩეტინოს არცერთი არ მოუგია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 13 გოლი (8 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

"ტოტენჰემი" ერთ-ერთი გუნდია პრემიერ ლიგის იმ შვიდი გუნდიდან, რომელსაც უეინ რუნიმ 10-ზე მეტი გოლი გაუტანა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2012/13 წლების სეზონიდან დღემდე საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში ჩატარებულ 70 საშინაო მატჩში 71 გოლი გაიტანა.

ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების მასშტაბით დეკემბერში ჩატარებულ 34 მატჩში იბრაჰიმოვიჩმა 34 გოლი გაიტანა.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: კეინი - 9 გოლი (7 ლიგაში).

ჰარი კეინმა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 24 მოწინააღმდეგიდან 21-ს გაუტანა გოლი, მაგრამ "წითელი ეშმაკების" კარი ჯერ არ დაულაშქრია "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში". "წითლების" გარდა კეინს გოლი არ გაუტანია "უოტფორდის" (2 მატჩი) და "კარდიფის" (2 მატჩი) კარში.

კეინმა პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გიატანა, მანამდე კი 5 მატჩში ვერ გაქონდა გოლი.

პრემიერ ლიგის ეგიდით დეკემბერში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში კეინმა 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ტოტენჰემს" საშუალოდ ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა ჰყავს პრემიერ ლიგაში - 25 წელი და 238 დღე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 184 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 86-ჯერ იმარჯვა, "ტოტენჰემმა" 49-ჯერ, 49 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "დეზების" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს: +2=3-3

2016 წლის აპრილში "უაით ჰარტ ლეინზე" დაფიქსირებული ანგარიში 3-0 ყველაზე დიდი გამარჯვებაა "ტოტენჰემისა", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედზე" მოიპოვა 1996 წლის იანვრის შემდეგ.

თუმცა, "ტოტენჰემმა" "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 19 მატჩი წააგო (+2=3-19) - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სტადიონზე.

"დეზებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო - 2012 წლის სექტემბერში და 2014 წლის იანვარში.

პრემიერ ლიგის ეგიდით "იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართულ ბოლო 4 მატჩში სტუმარმა გუნდმა გოლი ვერ გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 78 მოგება, "ტოტენჰემი" - 38 მოგება, ფრე - 42.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 31 მოგება, "ტოტენჰემი" - 6 მოგება, ფრე - 11.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 53 მოგება, "ტოტენჰემი" - 6 მოგება, ფრე -11.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 19 მოგება, "ტოტენჰემი" - 2 მოგება, ფრე - 3.

უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1 - 0 "ტოტენჰემი"


თარიღი: შაბათი, 8 აგვისტო, 2015
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: უოკერი 22' (ავტოგოლი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ბობი მედლი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი განსაჯა, 58 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მაიკ მაკდონო, მარკ პერი
სათადარიგო მსაჯი: მაიკ ჯონსი

პრომო


მატჩის წინ
27 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
10 დეკემბერი 2016 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა მოუგოთ და კიდე ერთხელ ვიძახი თუ საშინლად არ გაგვიმართლა მაგ სემთხვევაში ვერ მოვიგებთ მარტოო smile
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 დეკემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიგოოთ am
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
10 დეკემბერი 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მოვიგებთ
0
№4
ავტორი: gela-manutd
10 დეკემბერი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია მოვიგებთ
0
№5
ავტორი: LASHQARA
10 დეკემბერი 2016 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს თამაში თუ ვერ მოვიგეთ მე ოთხეულის აღარ მჯერა .. პრინციპული მეტოქეა და უნდა მოუგოთ აუცილებლად, ჩემი აზრით უხვგოლიანი გამოდგება შეხვედრა კარგი სანახაობა გველის წინ წითელი ეშმაკები მამლებს გაპუტავენ და ჯოჯოხეთის ცეცხლზე შეწვავენ wink love am
1
№6
ავტორი: ikeoni
10 დეკემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Unda movigot sxva gza ubralod agar darcha
0
№7
ავტორი: mogeba
10 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
handikapit minda damajarebeli mogeba ibra shen ici

pogba she gijo daglije totenxhemi
1
№8
ავტორი: lefty
10 დეკემბერი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ხალხნო დრაქსლერს მართლა უშვებენ ვოლფსბურგიდან?
0
№9
ავტორი: mogeba
10 დეკემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
admin tu shedleb varjishis video dade tu mogepoveba es video masala
0
№10
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: mogeba
admin tu shedleb varjishis video dade tu mogepoveba es video masala

არა, სამწუხაროდ არ არის. თუმცა დღის განმავლობაში ფოტომასალა დაემატოს შეიძლება
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top