თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2016, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 14
მოურინიო: "ჩვენი მდგომარეობა უსამართლოა"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედს" ოთხეულში ხედავს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო უსამართლო უწოდა პოზიციას, რომელსაც მისი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში იკავებს და განაცხადა, რომ გუნდი მინიმუმ ოთხეულში მოხვედრას იმსახურებს.

პრემიერ ლიგის მე-15 ტურს "იუნაიტედი" მეექვსე პოზიციაზე ხდება და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს ცხრილის დაბალ ნაწილში მყოფ გუნდებს, რაც შეეხება მეოთხე ადგილთან ჩამორჩენას, მოურინიოს გუნდს აქ 9-ქულის აღმოფხვრა მოუწევს, რაც, მოურინიოს თქმით, შრომით მიიღწევა.

"ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას უსამართლობად მივიჩნევ. ვთვლი, რომ გაცილებით მეტი ქულა უნდა გვქონოდა, ვიდრე გვაქვს, რადგან თუ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, იფიქრებთ, რომ ზოგიერთი გუნდი ჩვენზე უკეთესია, მაგრამ ეს ასე არ არის.

იმდენი ფრე იყო, რომლებშიც გამარჯვება დავიმსახურეთ! ეს ფრეები გამარჯვებად რომ გვექცია, ახლა ცხრილის მწვრვალთან ახლოს ვიქნებოდით, სადღაც მესამე და მეოთხე ადგილს შორის.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი მდგომარეობა უსამართლოა, მაგრამ ამის გამოსწორება ერთადერთი საშუალებით შეიძლება - ბეჯითად უნდა ვიშრომოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
10 დეკემბერი 2016 10:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ეს მერამდენედ უნდა თქვას. საჭიროა თამაშის მოკვლა და იბრას მეტი მომენტიდ რეალიზება მართებს. პრემიერ ლიგაში 1 ბურთიანი სხვაობა არაფერს ნიშნავს. გასატანი უნდა გაიტანონ. იბრასაც შეეძლო უკვე ბომბარდირთა სათავეში ყოფილიყო ამდენი რო არ გაემაზა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2016 10:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უკვე სასაცილო ხდება ამის კომენტარების მოსმენა. ეს რომ ასე ყოფილიყო და ის რომ ისე ყოფილიყო, შესაძლო ვარიანტზე დევნაა და მეტი არაფერი. აწმყოს მიხედვით იმოქმედე და ამის ხარჯზე გამოასწორე სიტუაცია.

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს რომელიმე გუნდები რომ გვჯობნიან, არასწორია, არც ესაა მაინცდამაინც ჭკუასთან ახლოს, ბატონო მოუ - გუნდი მხოლოდ თამაშით და შედეგით არ ფასდება. კარგი, ვამტკიცოთ, რომ თამაშით კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ერთი ამიხსენი, რატომ ვთამაშობთ "სიტიზე", "ლივერპულზე", "არსენალზე" და "ჩელსიზე" უკეთეს ფეხბურთს? ეგეც რომ არა, კარგ თამაშში მომენტების რეალიზება და დაფიქსირებული შედეგის ბოლომდე მიყვანის უნარიც ითვლება. მოკლედ, სადაც ახლა ვართ, ისევ ჩვენი ბრალია და არა იღბლის ან რამე მისთანების.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Lady in red
10 დეკემბერი 2016 10:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ნეტა რაზე ლაპარაკობს ეს კაცი საერთოდ? შენი გუნდი თუ ფრეს თამაშობს, რომელ უსამართლობაზეა საუბარი? გასაგებია, რომ კარგად ითამაშეს, მაგრამ მაგით რა? ოთხეულში მყოფ გუნდებთან როგორ ითამაშა არ ახსოვს? ბეჯითად უნდა ვიშრომოთო რომ წერს და მერე ფელაინი შეყავს მოედანზე, თამაშს ვერ იგებს და გამოდის სიტყვით უსამართლობააო. ჯობია უსამართლობა თავის თავთან და გუნდში ეძიოს, რომ კარგ თამაშთან ერთად შედეგიც დავინახოთ.
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
10 დეკემბერი 2016 11:01
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
კი მართალია უსამართლობაა მეექვსეზე ყოფნა იმ თამაშების შემხედვარე სადაც ქულები დავკარგეთ მარა მარტო ლაპარაკით ვერ უშველი გუნდს ოპტიმალური შემადგენლობა გვჭირდება ! არანაირი გოდინები და რონალდოები არ გვინდა მხოლოდ შეთამაშება გვინდა. ფეხბურთელები საკმარისზე ძლიერები გვყავს. შემადგენლობას ვერაფერს დაუწუნი მხოლოდ შეთამაშება გვინდა და ოპტიმალური შემადგენლობა. და რუნის მიხედე რა თუ ჩემი ძმა ხარ angry
0
№5
ავტორი: dachi_mu
10 დეკემბერი 2016 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა აგრესიაა? რა გჭირთ ხალხო? გუნდი 3--4 თამაშში ერთხელ ურტყავდა კარებში,ეხლა შეხედავ თამაშს გესიამოვნება ყურება მაინც..და ყველაფერი ერთად გინდათ? უსამართლოა უსტადაც აბა რაარის? არ მახსოვს ან რიკოშეტით გაგვეტანოს ან ავტოგოლი ან რაღაც ეგეთი...ფატალურად არ გვიმართლებს,მარა ესეც გამოსწორდება..რა ძაძა შემოიყარეთ და გლოვობ ტო.. სიტის რა სასტავი ყავს და თამაშს ვერ იგებენ აგერ...უფრო მეტი პოზიტივი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2016 11:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: dachi_mu

ნეგატიურად არავინ უყურებს, დაჩი. აგრესიაც არ გამომივლენია მე პირადად. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ამ შესაძლოა ვარიანტებს არ უნდა მივტიროდეთ და თუ რამე ხდება, სწორედ ჩვენი ბრალია.

პროგრესს ჩვენც ვხედავთ და მოგვწონს მოურინიოს ნამუშევარი. მასთან დაკავშირებით მე არავითარი პრობლემა არა მაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dachi_mu
10 დეკემბერი 2016 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RojoDiablo

მეც ზოგადად განწყობაზე ვთქი,კონკრეტულად არავისზე,მარა ყველაფერი არ მოდის ერთად ესეა ცხოვრებაშიც ყველგან,მე სწორ გზას ვხედავ,სწორ საძირკველს ვხედავ გუნდისას და ეს მახარებს..მოვლენ თან უკეთესი ოსტატები შემსრულებლები..მომდევნო წელს მთავარი ფავორიტები ვიქნებით.. ლიგაზე კიდე აუცილებლად გავალთ წელს
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2016 11:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: dachi_mu
მეც ზოგადად განწყობაზე ვთქი,კონკრეტულად არავისზე,მარა ყველაფერი არ მოდის ერთად ესეა ცხოვრებაშიც ყველგან,მე სწორ გზას ვხედავ,სწორ საძირკველს ვხედავ გუნდისას და ეს მახარებს..მოვლენ თან უკეთესი ოსტატები შემსრულებლები..მომდევნო წელს მთავარი ფავორიტები ვიქნებით.. ლიგაზე კიდე აუცილებლად გავალთ წელს

არა, კაცო, არა. ეგ არაფერ შუაშია ჩემს კომენტართან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: dachi_mu
10 დეკემბერი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: dachi_mu
მეც ზოგადად განწყობაზე ვთქი,კონკრეტულად არავისზე,მარა ყველაფერი არ მოდის ერთად ესეა ცხოვრებაშიც ყველგან,მე სწორ გზას ვხედავ,სწორ საძირკველს ვხედავ გუნდისას და ეს მახარებს..მოვლენ თან უკეთესი ოსტატები შემსრულებლები..მომდევნო წელს მთავარი ფავორიტები ვიქნებით.. ლიგაზე კიდე აუცილებლად გავალთ წელს

არა, კაცო, არა. ეგ არაფერ შუაშია ჩემს კომენტართან.

ანუ იმედი და მომავლის რწმენა და რამე.... love am
0
№10
ავტორი: stepno
10 დეკემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაქნას კაცმა სიმართლეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top