"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო უსამართლო უწოდა პოზიციას, რომელსაც მისი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში იკავებს და განაცხადა, რომ გუნდი მინიმუმ ოთხეულში მოხვედრას იმსახურებს.
პრემიერ ლიგის მე-15 ტურს "იუნაიტედი" მეექვსე პოზიციაზე ხდება და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს ცხრილის დაბალ ნაწილში მყოფ გუნდებს, რაც შეეხება მეოთხე ადგილთან ჩამორჩენას, მოურინიოს გუნდს აქ 9-ქულის აღმოფხვრა მოუწევს, რაც, მოურინიოს თქმით, შრომით მიიღწევა.
"ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას უსამართლობად მივიჩნევ. ვთვლი, რომ გაცილებით მეტი ქულა უნდა გვქონოდა, ვიდრე გვაქვს, რადგან თუ სატურნირო ცხრილს შეხედავთ, იფიქრებთ, რომ ზოგიერთი გუნდი ჩვენზე უკეთესია, მაგრამ ეს ასე არ არის.
იმდენი ფრე იყო, რომლებშიც გამარჯვება დავიმსახურეთ! ეს ფრეები გამარჯვებად რომ გვექცია, ახლა ცხრილის მწვრვალთან ახლოს ვიქნებოდით, სადღაც მესამე და მეოთხე ადგილს შორის.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი მდგომარეობა უსამართლოა, მაგრამ ამის გამოსწორება ერთადერთი საშუალებით შეიძლება - ბეჯითად უნდა ვიშრომოთ", - განაცხადა მოურინიომ.